გამოიცა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-16 ნომერი
გაზეთის ,,საპატრიარქოს უწყებანი'' გარეკანი
გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-16 ნომერი.
გაზეთის ახალი ნომერი მკითხველს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ქადაგებებს სთავაზობს. გამოცემაში შესულია ქადაგებები ინდიქტიონის პარაკლისზე, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, ფერისცვალებისა და ილიაობის დღესასწაულებზე, ასევე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პანაშვიდზე წარმოთქმული სიტყვა.
ნომერში ტრადიციულად წარმოდგენილია საეკლესიო ქრონიკა და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მათ შორის, მკითხველი გაეცნობა საეკლესიო ახალი წლის დაწყებასთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში აღსრულებულ პარაკლისს, საყოველთაო ნათლობის სამოცდამეოთხე ეტაპს, ტაძრის კურთხევასა და სასულიერო პირთა ხელდასხმას.
გაზეთში ასევე გამოქვეყნებულია კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვები ჯემალ ბაღაშვილისა და ნუგზარ უბერისადმი, ინფორმაცია ქუთაისში ახალი მართლმადიდებლური სკოლის შესახებ, კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილები და სხვა საეკლესიო ცნობები.
გამოცემის ერთ-ერთი მასალა ეხება კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრას მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელთან, ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელთან. ნომერში ასევე იხილავთ სტატიას თემაზე „მიკერძოებული სპეკულაცია ეკლესიის სახელით“.
„საპატრიარქოს უწყებანის“ ახალი ნომერი მკითხველს ასევე სთავაზობს ქალბატონ მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალას და რუბრიკას „მნიშვნელოვანი გამოცემა“.
გაზეთის ახალი ნომრის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ტაძრებში, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებსა და სტენდებთან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-6 ნომერი.
წაიკითხეთ ასევე
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.
ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.
მიტ. მელქისედეკმა წმინდა იოაკიმე და ანას ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა
მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და ტაძრის ქტიტორის ოჯახს მადლობა გადაუხადა.
მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა
მეუფე დიმიტრიმ სამღვდელოებისა და მრევლის სახელით კათოლიკოს-პატრიარქის მწყემსმთავრული კურთხევისა და სიყვარულისთვის მადლიერება გამოხატა.
გამოიცა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-16 ნომერი
გამოცემაში მკითხველი კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ქადაგებებს, საეკლესიო ქრონიკას, მნიშვნელოვან ინფორმაციასა და ახალ გამოცემებს გაეცნობა.
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა
ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.