რენეში 16 აგვისტოს ღვთისმსახურება აღესრულა

მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). ფოტო: ეპარქიის გვერდი

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, საფრანგეთის ქალაქ რენეში 16 აგვისტოს ღვთისმსახურება ჩატარდა.

ღვთისმსახურებისას ღვთისმშობლის წმინდა ხატის წინაშე წაკითხულ იქნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი.

ერთობლივი ლოცვის დროს მრევლმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრა საკუთარი ოჯახები, ახლობლები და თითოეული ადამიანის გულში არსებული სათხოვარი.

მსახურებამ მრევლს საშუალება მისცა, ერთობლივი ლოცვით კიდევ ერთხელ გაერთიანებულიყვნენ და ღვთისმშობლის მეოხება და შეწევნა ეთხოვათ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქალაქ რენეში ქართული ტაძარი 26 ივლისს მომლოცველებს უმასპინძლებს.

წაიკითხეთ ასევე

საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ჩამოყალიბდა

კლუბს იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) და მღვდელი ნიკოლოზ როინიშვილი უხელმძღვანელებენ.

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის 10 სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ფუნქციონირებს

სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა „ადამიანის მისია“ იყო.

მიტროპოლიტმა ილარიონმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა საერო პირები

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის რამდენიმე საერო პირი საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

მიტროპოლიტმა იობმა ბერმუხის მამათა მონასტერში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

4 ოქტომბერს, ბერმუხის წმინდა იოსებ კათალიკოსის სახელობის მამათა მონასტერში, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

პატრიარქ შიო III: „სიყვარულის და პატიების გარეშე არანაირი სამართლიანობა არ არსებობს“

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სულთმოფენობიდან მეთვრამეტე კვირას მორწმუნეებს პატიების, გულმოწყალებისა და ლოცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ბათუმის საკათედრო ტაძარში ახალი დიაკონი იკურთხა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წიგნისმკითხველ შოთა დარახველიძეს დიაკვნად დაასხა ხელი და სახელად შიო უწოდა.