თბილისის სასულიერო აკადემიაში მგალობელთა გუნდის საანგარიშო კონცერტი გაიმართა

თბილისის სასულიერო აკადემია

12 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში აკადემიის მგალობელთა გუნდის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.

გუნდის შემადგენლობაში არიან ივერი სვანიძე, ლაშა ბზუკაშვილი, დემეტრე ჯაჯანიძე, თევდორე გოგოლაძე, გიორგი ზოიძე, ლექსო ბრეგვაძე და თორნიკე კოღუა. გუნდის ხელმძღვანელია ლექსო გრემელაშვილი.

კონცერტის ფარგლებში შესრულდა ქართლ-კახური საეკლესიო საგალობლები, ასევე გელათისა და შემოქმედის საგალობო სკოლების ნიმუშები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები, წალკის სოფელ სამების ჯვრის მამათა მონასტრის მონაზვნები — გიორგი ასკურავა და ექვთიმე კრუპიცკი, სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი მუსიკოლოგიაში გიორგი აბრამიშვილი და მგალობელი ბექა დადვანი. მოწვეულმა სტუმრებმა მსმენელის წინაშე ორი საგალობელი შეასრულეს.

კონცერტის დასრულების შემდეგ აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გუნდის წევრები და სტუმრები დალოცა და მათ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

მგალობლებს მადლობის სიტყვით ასევე მიმართეს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ და ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის ხელმძღვანელმა, თეოლოგიის დოქტორმა, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი).

აღსანიშნავია, რომ თბილისის სასულიერო აკადემიის მგალობელთა გუნდის საანგარიშო კონცერტები ყოველი სასწავლო წლის დასასრულს ტრადიციულად იმართება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ,,ახალი ბანას'' კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „ილიას განათლების ფესტივალი 2026“-ს უმასპინძლებს.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა

სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.

მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.