მელქისედეკ I — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1010-33 წლებში

მელქისედეკ I — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1010-33 წლებში

მელქისედეკ I -მა კათოლიკოსის ტახტი დაიკავა სვიმონ III-ის გარდაცვალების შემდეგ. მელქისედეკი არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი მეთაური, რომელიც მოიხსენიება ტიტულით „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.

„მატიანე ქართლისას“ მიხედვით წმინდა მელქისედეკი იყო „დიდებულთა კაცთა შვილი“ აღზრდილი ბაგრატ III-ის კარზე. ცნობილია მისი ბიძის (დედის ძმის) სახელი — ანტონი. წმინდა მელქისედექმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი, „იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედაბერვითა, და ყოველი განასრულა“. გარდა ამისა კათოლიკოსმა შეამკო სვეტიცხოველი „ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთი და ვერცხლითა, თუალითა და მარგალიტითა“. ზრუნავდა მცხეთის კათედრალის საპატრიარქოს გადიდება-გამშვენიერებასა და გამდიდრებისათვის.

ამ თემაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს

მელქისედეკი რამდენიმეჯერ ეწვია კონსტანტინოპოლს, ბიზანტიის იმპერიის იმპერატორების კარს, როგორც საქართველოს მეფის ელჩი.

შემონახულია წმინდა მელქისედეკის მიერ შედგენილი ანდერძი – „დაწერილი მცხეთის საყდრისადმი“, სადაც ჩამოთვლილია იმ ნივთების, ეკლესია-მონასტრებისა და სოფლების სრული სია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა შესწირა მცხეთის სვეტიცხოველს. სწორედ ამ ანდერძშია მოხსენიებული პირველად საქართველოს მამამთავარი კათოლიკოს-პატრიარქად და ამავე საბუთიდან ირკვევა, რომ მელქისედეკ I-მა სვეტიცხოველში გაიჩინა დასაკრძალი ადგილი – „სამხრეთით სადიაკვნოსა, წმიდათა მოწამეთა სამარტუილოსა შიგან შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი და ამა საკურთხეველსა ზედა დავაყენე ჟამის მწირველად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის გაზრდილი ჩემი იოვანე“ (კათოლიკოს-პატრიარქი იოვანე V (ოქროპირი) გ. 1049)[1].

მელქისედეკ I-ის მიერ დაახლოებით 1031/33 შედგენილი ეს ანდერძი – „დაწერილი“ (შემორჩა XII ს. პირი), საუკეთესო წყაროა XI საუკუნის საქართველოს ეკონომიკის, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ისტორიის შესასწავლად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ I გარდაიცვალა 1033 წელს. დასაფლავებულია სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ ნაწილში, წმინდა ილია თეზბიტელის ეკვდერში. კანონიზაცია მოხდა 2002 წლის 17 ოქტომბერს.

წაიკითხეთ ასევე

გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი — საქართველოს სამეფო კარის ვაზირი

„კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“- დავით აღმაშენებლის მემატიანე მას ასე ახასიათებს.

პლატონ გიგინეიშვილი - ამბავი საოცარ ექიმზე

პლატონი პაციენტებს ორი ფერის რეცეპტს უწერდა — ყვითელსა და მწვანეს.

ძმები კარბელაშვილების ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე

იმპერიულმა პოლიტიკამ, რომელმაც 1811 წელს გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, საფრთხე შეუქმნა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციას.

მარხვა თანამედროვე ცხოვრების რიტმში

მართლმადიდებლური ტრადიცია ამ კითხვას ცალსახა პასუხს სცემს: მარხვა არა მხოლოდ არ კარგავს აქტუალობას, არამედ სწორედ თანამედროვე ცხოვრების პირობებში ავლენს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას.

თამბაქო - ცოდვა თუ უწყინარი ჩვევა?

ქრისტიანული ანთროპოლოგიის ჭრილში ნებისმიერი ადამიანური ქცევა მოითხოვს შეფასებას არა მხოლოდ სოციალურ-კულტურული, არამედ სულიერი და ონტოლოგიური კატეგორიებით.

მრისხანების დამღუპველი ვნება

მრისხანების, როგორც კაცისკვლამდე მიმყვანი პირველსაწყისი ვნების საუკეთესო ილუსტრაცია არის ბიბლიური კაენის მაგალითი.