კოსოვის მერმა გამოაცხადა უმე-ს მორწმუნეების რუსეთში დეპორტაციის აუცილებლობა

ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ კოსოვის საკრებულოს ხელმძღვანელმა იური პლოსკონოსმა ხოტინის ეპისკოპოს ბენიამინისადმი (ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიის დროებითი ადმინისტრატორი) მიწერილ წერილში განაცხადა, რომ ის „მზადაა ყოველმხრივ წვლილი შეიტანოს უმე-ის მორწმუნეების რუსეთის ფედერაციაში დეპორტაციისათვის. წერილს რესურსი firtka აქვეყნებს.

უმე-ის ეპისკოპოსისადმი გაგზავნილ წერილში ი. პლოსკონოსი აღშფოთებული იყო, რომ თეოფანიაში კრების შემდეგ, მიტროპოლიტი ონუფრი პატრიარქ კირილს იხსენიებს, განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის მიზეზი უკრაინაზე, სავარაუდოდ, უმე-ის საქმიანობა იყო და ასევე იტყობინება „ცნობილ შემთხვევებზე“, როდესაც მღვდლები, სავარაუდოდ, ჯაშუშების, მსროლელების, ცეცხლის გამღვივებლის და სხვათა როლს ასრულებდნენ.

პლოსკონოს ცნობით, კოსოვოში უმე-ის სულიწმინდის ეკლესია, რომელიც ომის დაწყებიდან დაკეტილი იყო, მანამდე არალეგალურად მოქმედებდა და ამიტომ ახლა მისი გახსნის საფუძველი არ არსებობს. ხოლო პლოსკონოსმა შესთავაზა ეკლესიის მრევლის დეპორტაცია რუსეთში: „ჩვენ მზად ვართ ყველანაირად დავეხმაროთ მათ... გადავიდნენ რუსეთის ფედერაციაში საცხოვრებლად. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ მიიღო სხვადასხვა პროგრამა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავს "რუსული სამყაროს" ნაწილად თვლიან. მათ შორისაა თანამემამულეთა დაბრუნების ხელშეწყობის პროგრამა ,, შორეული აღმოსავლეთის ჰექტარი’’, ,, არქტიკული ჰექტარი’’  და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ადრე ივანო-ფრანკოვსკში უმე-ის შობის საკათედრო ტაძრის საზოგადოებამ მიმართა პრეზიდენტს თხოვნით, შეეჩერებინა ქალაქის მერის თვითნებობა, რომელმაც გამოაცხადა მათი ტაძრის მეუ-სთვის გადაცემა.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.