პაპმა კვლავ ისაუბრა ფანართან „სრული ზიარების აღდგენაზე“

2022 წლის 30 ივნისს, ფანარის დელეგაციასთან შეხვედრაზე, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და ვატიკანი ჩართულნი არიან „ძმურ და ნაყოფიერ დიალოგში და მტკიცედ და შეუქცევად არიან მოწოდებულნი სრული ზიარების აღდგენის გზაზე“. ინფორმაციას vaticannews.va ავრცელებს.

რომის პაპმა აღნიშნა, რომ ფანარის დელეგაციის ყოფნა წმინდა პეტრეს ტაძარში წირვაზე იმის ნიშანია, რომ ეკლესიებს შორის დისტანცირებისა და გულგრილობის დრო დასრულდა.

ვატიკანს მიაჩნია, რომ ქრისტიანული ერთიანობის ძიება აუცილებელი პირობაა ჭეშმარიტი საყოველთაო ძმობის განსახორციელებლად, რომელიც გამოიხატება სამართლიანობითა და ყველას მიმართ სოლიდარობით.

შეხვედრის დასასრულს პონტიფმა იმედი გამოთქვა, რომ „თეოლოგიური დიალოგი“ რომის კათოლიკურ ეკლესიასა და ფანარს შორის განვითარდება.

მანამდე მჟკ წერდა რომის სურვილზე აღედგინა სრული ზიარება კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.