22 დეკემბერს აღინიშნება მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
წმინდა იოაკიმე და ანა. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 დეკემბერს აღნიშნავს მუცლადღებას მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა . ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა - ანა ლევიტელთა ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი მღვდლის - ნათანის ასული იყო. იგი გალილეის მკვიდრს, მართალ იოაკიმეს მიათხოვეს.
მეუღლეები ოცი წელი ცხოვრობდნენ უშვილოდ და რადგანაც იუდეველთა მაშინდელი შეხედულების მიხედვით უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, მათ მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა - ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნაყოფის მინიჭებას. ბოლოს ღმერთმა შეისმინა წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა და ანგელოზის პირით იოაკიმესა და ანას ახარა ჩასახვა ასულისა, „რომლისა მიერ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა საკვირაო წირვა ჩაატარა.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.
ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.
მიტ. მელქისედეკმა წმინდა იოაკიმე და ანას ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა
მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და ტაძრის ქტიტორის ოჯახს მადლობა გადაუხადა.
მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა
მეუფე დიმიტრიმ სამღვდელოებისა და მრევლის სახელით კათოლიკოს-პატრიარქის მწყემსმთავრული კურთხევისა და სიყვარულისთვის მადლიერება გამოხატა.