წმინდა მოწამენი ქართველნი ისააკ და იოსებ, კარნუ-ქალაქში წამებულნი-ხსენება 16 (29) სექტემბერს

16 (29) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია
წმინდა მოწამენი ქართველნი ისააკ და იოსების ხსენებ ას აღნიშნავს.

დედა შვილებს ფარულად ქრისტეს მცნებებით ზრდიდა. იმდენად დიდი იყო ძმებში ქრისტიანულად ცხოვრების სურვილი, რომ მათ ბიზანტიაში წასვლა და იქ ცხოვრება გადაწყვიტეს. ამ დროს ბიზანტიას კეთილმსახური მეფე ნიკიფორე ფოკა (802-811) განაგებდა. ძმებმა ფარულად წერილი მისწერეს კეისარს და თავშესაფარი სთხოვეს.

ნიკიფორემ პატივით მიიწვია მთელ თეოდოსიპოლელ (კარნუელ) დიდგვაროვანთა წრეში გამორჩეული და პატივცემული ძმები. ერთი ძმა მაშინვე გაემგზავრა, წვრილშვილიანი იოსები კი მოუცლელობის გამო თეოდოსიპოლში დარჩა და წმინდა ისააკიც თავისთან დაიტოვა.

თეოდოსიპოლის ამირამ შეიტყო ძმების განზრახვა და სახლისკაცის კონსტანტინოპოლს წასვლის მიზეზი გამოჰკითხა ისააკს და იოსებს. ძმები მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტების აღიარების ჟამი დადგა და ამირას გამოგზავნილებს მიუგეს, რომ ძმათაგან ერთის ბიზანტიაში წასვლის მიზეზი მათი ქრისტიანობა იყო. ასეთმა კადნიერებამ გააკვირვა კარისკაცები. როცა ამირას მოახსენეს ყოველივე, უსჯულო მბრძანებელი შეწუხდა: არ ემეტებოდა მოსაკლავად რჩეულთა შორის რჩეული, საყოველთაო სიყვარულით გარემოცული ძმები, ამიტომ გადაწყვიტა, ქრისტეს უარყოფაზე დაეთანხმებინა ისინი.

თეოდოსიპოლის ამირა და სარკინოზი მთავრები ევედრებოდნენ წმინდანებს. მოხუცი მამაც ცრემლებს ღვრიდა და შვილებს ქრისტეს განგდებას შეაგონებდა. ამირა პატივსა და ჯილდოს აღუთქვამდა წმინდანებს, ხოლო თუ მის სიტყვას არ შეისმენდნენ, მწარე სატანჯველით და სიკვდილით ემუქრებოდა.

წმინდანებმა მიუგეს:

-უწყებულ იყავნ, მძლავრო, რამეთუ ვიცით, ვითარმედ `ყოველი ხორცი თივა არს და ყოველი დიდება კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა. განხმა თივა და ყუავილი მისი დამოსცვივა~. თქვენი ქადებანი ტანჯვათანი და სიკუდილისა მძვინუარისა ჩვენდა შიშად საგონის-ყოფა¡ საცინელ არს. არცა სიკუდილმან, არცა ცხოვრებამან, არცა ანგელოსთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა.

ჭაბუკთა კადნიერებამ ამირა განარისხა და ბრძანა, მახვილით განეგმირათ წმინდა იოსები და ისააკი.

ჯალათებმა წმინდანები მოსაკლავად წაიყვანეს. ძმებმა მცირე ჟამი სთხოვეს მტარვალებს ლოცვისათვის, მუხლი მოიდრიკეს და მხურვალედ შეჰღაღადეს უფალს:

-მეუფეო უფალო, მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, მოიხილე მონათა ამათ შენთა ზედა, მიითვალე შენდამი შეწირვაი, რომელნი ესე შევსწირავთ შენდამი თავთა ჩუენთა, და წმინდათა მოწამეთა შენთა თანა აღგურაცხენ და გვირგვინი სიმართლისა მოგუეც ჩუენ, რამეთუ `ყოველი მიცემული კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდმო არს გარდამოსულ მამისაგან ნათლისასა,

გადაისახეს პირჯვარი და თავი მოიდრიკეს. ჯალათმა პატიოსანი თავები წარკვეთა წმინდა მოწამეებს.

უსჯულოებმა წამებულთა გვამები იქვე დატოვეს. ღამით წმინდათა ნეშტს ღვთაებრივი ნათელი დაადგა. ამ საკვირველებამ შეაძრწუნა უსჯულოები და ქრისტიანებს უბრძანეს, დაეფლათ წმინდა მოწამეთა ცხედრები.

ქალაქის ეპისკოპოსმა და სამღვდელოებამ პატივით მიაბარეს წმინდათა გვამები მიწას. შემდგომ იმ ადგილას ეკლესია ააგეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 16 (29) სექტემბერი - დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის ხსენების დღე.

წაიკითხეთ ასევე

გრძელდება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვა

მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ ზარაგულაში საღვთო ლიტურგია აღასრულა, ქვედა ლუხვანოში მოსახლეობას შეხვდა, ხოლო ზედა ლუხვანოში მშენებარე ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.

ევროპული ენების დღე წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სკოლა-გიმნაზიაში

მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის უცხოური ენების კათედრის წევრებმა საგანმანათლებლო და სახალისო ვიქტორინა გამართეს.

ფერისცვალების სამრევლო სკოლაში დეკანოზ ბორის ნიჩიპეროვიჩს შეხვდებიან

შეხვედრის თემა იქნება „წმინდა გრიგოლ ხანძთელიდან დავით აღმაშენებლამდე“.

1 ოქტომბერს ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავთა ხსენების დღე აღინიშნება

წმინდა მოწამეებმა ბიძინა ჩოლოყაშვილმა, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებმა XVII საუკუნეში ქრისტეს სარწმუნოებისა და სამშობლოსთვის მოწამეობრივი აღსასრულით დაამოწმეს ერთგულება.

რუმინეთში წმინდა გაბრიელ აღმსარებლის სახელობის ახალი ტაძარი შენდება

ტაძრის საძირკვლის ქვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და რამინკუ-ვილჩას მთავარეპისკოპოსმა ვარსანოფიმ აკურთხეს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს ეწვია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს უმასპინძლა — შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და მტკივნეულ რეგიონებში ეკლესიის მრევლთან კავშირის საკითხებზე იმსჯელეს.