დიდ პარასკევს რუსი და უკრაინელი ოჯახები ატარებენ ჯვარს-ვატიკანი
რომში ჯვრით მსვლელობაზე, რომელიც ტრადიციულად კათოლიკური აღდგომის წინა დღეს ტარდება პაპის ხელმძღვანელობით, წელს ჯვარს უკრაინელი და რუსი ოჯახები ატარებენ. ინფორმაციას vaticannews.va ავრცელებს.
მსვლელობა გაიმართება დიდ პარასკევს, 15 აპრილს, კოლიზეუმში. რომის პაპმა ფრანცისკემ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც მრავალი წელია ერთად მუშაობენ რომის ჰოსპისში.
„ეს ქალები დაახლოებით 20 წელია იტალიაში ცხოვრობენ და ამჟამად ერთად მუშაობენ პალიატიური მზრუნველობის განყოფილებაში და ეხმარებიან პაციენტებს, რომლებსაც ერთი შეხედვით ვეღარ უშველიან. ამ ქალების სიტყვები, რომლითაც ისინი ყოველდღე მიმართავენ ტანჯვისათვის განწირულებს, გამოხატავს მშვიდობის იმედს“, - იუწყება ვატიკანის პრესსამსახური.
მსვლელობა, რომელიც ტარდება რომში ყოველწლიურად კათოლიკური აღდგომის წინა პარასკევს, სიმბოლოა იესო ქრისტეს გზაზე განკითხვის ადგილიდან გოლგოთამდე. მსვლელობაზე ატარებენ ხის დიდ ჯვარს. ლოცვის ცერემონიას უწოდებენ ჯვრის გზის საღვთო მსახურებას, ან ჯვრის გზას (Via Crucis).
მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაპი კათოლიკურ ერესზე დაფუძნებულ დღესასწაულს ,,მიუძღვნის’’ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას.
წაიკითხეთ ასევე
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.
შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს
აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო
გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს
25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.