პოლონეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაადასტურა ფანარის მეთაურის ვიზიტი
პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაადასტურა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ქვეყანაში ვიზიტი, იუწყება ეკლესიის ოფიციალური ვებგვერდი.
2022 წლის 22 მარტს საბჭოს სხდომაზე, პოლონეთის ეკლესიის წინამძღვრის, მიტროპოლიტ საბას თაოსნობით და ყველა ეპისკოპოსის და მთავარეპისკოპოსის მონაწილეობით, გააჟღერეს ინფორმაცია ფანარის მეთაურის პოლონეთში ჩასვლის შესახებ.
ასევე, პოლონეთის ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭომ მხედველობაში მიიღო პატრიარქ ბართლომეს ინფორმაცია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ახალი წმინდანების კანონიზაციის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, „შეხვედრაზე შეფასდა ცალკეული ადგილობრივი ეკლესიების არსებული პოზიციები თანამედროვე სამყაროში მართლმადიდებლობის პოზიციის შესახებ“. ამასთან დაკავშირებით, ეპისკოპოსთა საბჭომ გადაწყვიტა მიმართოს ადგილობრივი ეკლესიების ყველა მეთაურს წინადადებით, მოიწვიონ კრება ვითარების განსახილველად.
როგორც მჟკ წერდა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო იტყობინება, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ქვეყანაში ფანარის მეთაური მიიწვია და მოწვევა ასევე მიიღო პოლონეთის ეკლესიის წინამძღვრისგან, მიტროპოლიტი საბასგან.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.