Მიტ. ანტონი: Მუხლმოდრეკილი ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

2022 წლის 10 მარტს, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეთამმართველმა, განაცხადა, რომ უმე-ის მორწმუნეები თავგანწირვით ეხმარებიან საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულებს და ყოველდღიურად მუხლმოდრეკილები ლოცულობენ უკრაინაში მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენისათვის. იერარქის ვიდეომიმართვა უმე-ის საინფორმაციო-საგანმანათლებლო დეპარტამენტმა გაავრცელა.

„უკვე ორი კვირაა, რაც ჩვენს მრავალჯერ ჭირნახულ უკრაინულ მიწაზე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ყოველდღე დიდი გულისტკივილით ვიგებთ დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვის ზრდას. დაინგრა ეკლესიები, საავადმყოფოები, სკოლები და სახლები. მაგრამ ყველაზე მწარე ის არის, რომ ადამიანის სულები ნადგურდება. ომი უმოწყალოდ ამახინჯებს არა მხოლოდ სხეულს, არამედ სულსაც. ამ რთულ დღეებში მუხლმოყრით ვლოცულობთ მტრობის სწრაფად დასრულებისათვის და მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენისათვის“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონიმ.

მან დასძინა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია „ყოველთვის იყო, არის და იქნება თავის ხალხთან ერთად“ და სამხედრო დაპირისპირების პირველივე დღიდან ეხმარებოდა ყველას, ვინც საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალდა. უმე-ის წმინდა მონასტრები ათასობით ლტოლვილის თავშესაფრად იქცა და ბევრმა ეპისკოპოსმა, მღვდელმა და საერო პირმა, რომლებიც ეხმარებიან მსხვერპლს, "აჩვენეს ევანგელური მსხვერპლშეწირვის რეალური მაგალითი".

„ჩვენი ეკლესიები ყოველთვის ღიაა სულიერი და ყველა შესაძლო მატერიალური მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა უმე-ის საქმეთამმართველმა.

Როგორც მჟკ წერდა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრემ ამ რთულ დროს მორწმუნეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

წაიკითხეთ ასევე

ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს

მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.

წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა

სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა

25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.

შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს

აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო

გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს

25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.