ჩერნოვცში მეუ-ს მებრძოლების მიერ მღვდლების ცემის ახალი ვიდეო გავრცელდა
მეუ-ს მებრძოლებმა მამა ვიტალი გონჩარუკს თავი დაუტეხეს. ფოტო: СПЖ
მჟკ-მ მოიპოვა 17 ივნისის ჩერნოვციში მომხდარი მოვლენების ახალი ვიდეო, სადაც მეუ-ს მებრძოლებმა სულიწმინდის ტაძარი დაიკავეს.
ერთ-ერთი მრევლის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს რამდენიმე ,,ტიტუშკა’’ მუშტებსა და ფეხებს ტაძრის სამ სასულიერო პირს: მღვდლებს ვიტალი გონჩარუკს და რომან ფოროსტს, ასევე დიაკვან დიმიტრი ლაკუსტას.
მანამდე მრევლი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა პოლიციის დარწმუნებას, რომ რეაგირება მოეხდინათ მღვდლების ცემაზე, რაც უკვე გარკვეული დროა მიმდინარეობს. მათ რეაგირება არ მოახდინეს.
შეგახსენებთ, რომ ორი მღვდლის სასტიკი ცემის შედეგად, ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ისინი ამჟამად საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში რჩებიან. მამა ვიტალის ცხვირი აქვს მოტეხილი, ტვინის შერყევა და თავზე ჭრილობები დაუდგინდა, ხოლო მამა რომანს ნეკნების მოტეხილობა და შინაგანი ორგანოების სავარაუდო დაზიანება აქვს.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს
25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.
„კრწანისობა-2026“ 300 არაგველის სახელობის სკვერში გაიმართა
ღონისძიება კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სავედრებელი პარაკლისით დაიწყო.
უწმინდესი შიო III დღეს მარტვილის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ღვთისმსახურებას მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღასრულებს.
წყალტუბოს სკოლა-გიმნაზიაში ორი ახალი სასკოლო პროექტი განხორციელდება
2026–2027 სასწავლო წელს მოსწავლეები სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კულტურული მრავალფეროვნების თემებზე იმუშავებენ.
„ნაზარის წერილები“ სასწავლო მასალად იქნა შეტანილი
გოდერძი შარაშიას დოკუმენტური ფილმი „ნაზარის წერილები“ ოკუპაციის თემატიკის ფარგლებში მოსწავლეებისთვის სასწავლო მასალად იქნა შეტანილი.
ფოთის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წელი გავიდა
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას მიტროპოლიტი გრიგოლი აღასრულებს.