ემე-ს მიტროპოლია: მეუ-ს აღიარება ელადის ეკლესიის მიერ არის დიდი სკანდალი

დუმენკო არქიეპისკოპოს იერონიმეს სჩუქნის პანაგეას. ფოტო: tsn.ua

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის პირეის მიტროპოლიაში თვლიან, რომ მეუ-ს აღიარება ეს უმაღლესი დონის სკანდალია, იუწყება ბერძნული გამოცემა "ვიმაორთოდოქსია".

პირეის მიტროპოლიის ერესთან ბრძოლის  სამმართველომ გამოაქვეყნა დიდი წერილი, რომელშიც გაკრიტიკებულია კათოლიკური ეკლესიისა და მთელი დასავლეთ სამყაროს თანამედროვე მდგომარეობა, და ასევე მითითებულია დიდი პრობლემების არსებობაზე საბერძნეთის რელიგიური ცხოვრებაში.

ასე მაგალითად, მიმართვაში გაანალიზებულია პროფესორ გეორგიოს პიპეროპულოსის სტატია, სადაც ნათქვამია, რომ საბერძნეთში პანდემიის გამო მკვეთრად დაეცა მორწმუნეთა რიცხვი, რომლებიც მონაწილეობენ საიდუმლოებებში, ხოლო ბერძენი ახალგაზრდობა შორდება რელიგიას. პიპეროპულოსი თვლის, რომ ამის მიზეზები "საჭიროა ვეძებოთ  ახალი საუკუნის იდეოლოგიის გავლენებითა და საეკლესიო ცხოვრების სეკულარიზაციით ბერძენი საზოგადოების ეროზიაში".

თუმცა, პირეის მიტროპოლიის აზრით, ამ მიზეზებს შეიძლება დაემატოს კიდევ "ორი უმაღლესი დონის სკანდალი",- ელადის ეკლესიის მიერ მეუ-ს აღიარება და სურვილის არქონა კრებით გასამართლდეს ეკუმენიზმის ერესი.

მიტროპოლიაში დარწმუნებული არიან, რომ "ჩვენი იერარქების უმრავლესობის მიერ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარება, ანუ იმის აღიარება, რომ ეპიფანეს სქიზმატიკური წარმონაქმნი,  განყენებული, ანათემირებული და უეკლესიო , თავისი მცირე სამწსოთი, შეადგენს უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას"- ეს კიდევ ერთი ჭრილობაა ჩვენი ადგილობრივი ეკლესიის სხეულზე".

ადრე მჟკ წერდა, რომ პირეის მიტროპოლიტ სერაფიმეს აზრით, "ავტოკეფალია" -ს მეუ-თვის მართლმადიდებლობა საშიშ გზაზე მიჰყავს.

 

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.