ელადის ეკლესიაში შეეშინდათ რმე-ის „ექსპანსიის“ საბერძნეთსა და თურქეთში

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის პერისტერიის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება თავისი სტრუქტურების შესაქმნელად საბერძნეთისა და თურქეთის ტერიტორიაზე, იუწყება გამომცემლობა Оrthodoxia.info.

მისი სიტყვებით, „რუსეთის ეკლესიის პრობლემა მნიშვნელოვნად სცილდება ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრას, ვინაიდან, როგორც ყველფერი ამაზე მეტყველებს, ეს ნაბიჯი (რმე-ის მიერ ეგზარქატის შექმნა აფრიკაში, - რედ.) მხოლოდ დასაწყისია“.

ის თვლის, რომ „რუსეთის ეკლესიის ქმედებები იმეორებენ იმას, რაც წინა ათასწლეულში  რომის მხრიდან განხორციელდა, რომელმაც ქრისტიანული სამყაროს რიგებში ღრმა განხეთქილება გამოიწვია“.

„ის, რასაც ისინი აფრიკაში სჩადიან, მსოფლიო საპატრიარქოს ტერიტორიაზე და საბერძნეთის ეკლესიებშიც განახორციელებენ. ეს ყოველ დღე არის მოსალოდნელი“, - დარწმუნებულია მიტროპოლიტი გრიგოლი.

იერარქი აგრეთვე ფიქრობს, რომ „უკრაინის საკითხი“ არის მიზეზი და არა საბაბი, ხოლო „ყველა ეს ქმედება  მოსკოვში სამი ათწლეულის განმავლობაში იგეგმებოდა“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) სიტყვებით, აფრიკაში ეგზარქატის შექმნისას, რუსეთის ეკლესია ალექსანდრიის საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე კი არ შეჭრილა, არამედ მან აფრიკის სამღვდელოების თხოვნებს უპასუხა.

წაიკითხეთ ასევე

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.

მიტ. მელქისედეკმა წმინდა იოაკიმე და ანას ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და ტაძრის ქტიტორის ოჯახს მადლობა გადაუხადა.