უმე-ს აქვს სრული თავისუფლება და ავტონომია, - პატრიარქი პორფირი

პატრიარქი პორფირი. ფოტო: aif.ru

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა პორფირიმ განაცხადა, რომ ავტონომია მმართველობაში, რომელიც უმე-ს აქვს არის უმაღლესი იკონომიისა და ცნობიერების მაგალითი, იუწყება სერბეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებ გვერდი.

გამოცემა ,,საერთაშორისო ურთიერთობებთან’’ ინტერვიუში პატრიარქმა პორფირიმ აღნიშნა, რომ ფედერალური სახელმწიფოების დაშლამ, რომელშიც შედიოდა მონტენეგრო და უკრაინა, განაპირობა ის, რომ „ქრისტიანობის მტრებმა დაინახეს შესაძლებლობა, გაეყოთ ავტოკეფალური ან ავტონომიური ეკლესიები“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარგად ესმის რა ხდება უკრაინაში და ძალიან აფასებს „როგორ ხელმძღვანელობდა კურთხეული პატრიარქი ალექსი რუსეთის ეკლესიის გემს იმ მშფოთვარე და რთულ დროს“.

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პატრიარქ კირილს ტრიუმფალურად უძღვება მას მესამე ათასწლეულში“.

„ყველაზე ფართო თავისუფლება, სრული ავტონომია მმართველობაში, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მიანიჭა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, არის უმაღლესი იკონომიისა და საეკლესიო ცნობიერების გამოვლინების მაგალითი“, - შეაჯამა პატრიარქმა პორფირიმ.

მანამდე მჟკ წერდა, რომ პატრიარქი პორფირი გაოცებულია იმ სიმარტივით, რომლითაც ფანარიონი არღვევდა კანონებს უკრაინაში. 

წაიკითხეთ ასევე

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.