პაპი მორწმუნეების წინაშე ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ პირველად გამოჩნდა

პაპი ფრანცისკე. ფოტო: Vatican News

2025 წლის 23 მარტს რომის პაპმა ფრანცისკემ პირველად მიმართა მორწმუნეებს ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, წერს Vatican News.

88 წლის პონტიფიკოსს ორმაგი პნევმონია ჰქონდა, რაც მისი 12-წლიანი პაპობის ყველაზე სერიოზული ჯანმრთელობის კრიზისი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ პაპი უკვე დაბრუნდა საავადმყოფოდან, ექიმების თქმით, მას "დიდი დრო" დასჭირდება სრულ გამოჯანმრთელებამდე.

„თქვენ დიდი მოთმინებით ლოცულობთ ჩემთვის: დიდი მადლობა ამისთვის! მეც ვლოცულობ თქვენთვის. ჩვენ ერთად ვლოცულობთ ომების დასასრულებლად და მშვიდობის დასამყარებლად, განსაკუთრებით დიდტანჯულ უკრაინაში, პალესტინაში, ისრაელში, ლიბანში, მიანმარში, სუდანში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში", - მიმართა პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს.

მიუხედავად იმისა, რომ პონტიფიკოსი საავადმყოფოდან გაწერეს, მას მეტყველება უჭირს, ამიტომ მისი სიტყვები, როგორც წინა კვირას, შუადღისას ვატიკანის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მჟკ-მა დაწერა, რომ კარდინალის თქმით, მკურნალობის შემდეგ პაპს ლაპარაკის სწავლა თავიდან მოუწევს.

წაიკითხეთ ასევე

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.