პატრიარქი ბართლომე: 1054 წელს რომსა და კონსტანტინოპოლს შორის განხეთქილება არ ყოფილა

პატრიარქი ბართლომეოსი. ფოტო: сайт fosfanariou

2025 წლის 12 მარტს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე  სტამბულში ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მელქიტელ პატრიარქ  გრიგოლ III-სთან საუბრის დროს ყვებოდა იმ თეორიის შესახებ, რომლის თანახმადაც 1054 წელს რომსა და კონსტანტინოპოლს შორის ნამდვილი განხეთქილება არ ყოფილა, - წერს сatholicnewsagency.

მისი სიტყვებით, უფრო სწორად, „იყო დაძაბულობა, რომელიც დროთა განმავლობაში გაძლიერდა“. თუმცა, როგორც ბართლომემ აღნიშნა, ეს დაძაბულობა „გადაულახავი არ არის“.

გრიგოლ III სტამბულში ჩამოვიდა მომლოცველთა ჯგუფთან ერთად, რომლებიც მონაწილეობდნენ გერმანული საზოგადოების მიერ წმინდა მიწის მოლოცვაში. მოლოცვის საბაბი გახდა 1700 წელი ნიკეის კრებიდან, რომელიც გაიმართა  325 წელს. 

„რა თქმა უნდა, ათასი წლის განმავლობაში უამრავი პრობლემა დაგროვდა. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ისინი უახლოეს წლებში მოგვარდება, - ხაზი გაუსვა პატრიარქმა. - ყველაფერი ღვთის ხელშია. მან უკვე განუმზდა ჭეშმარიტი მომავალი ჩვენს ეკლესიებს“.

შეგახსენებთ, პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ ის ეცდება ერთობლივი აღდგომის აღნიშვნას კათოლიკებთან და ანგლიკანებთან ერთად. 

წაიკითხეთ ასევე

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.

მიტ. მელქისედეკმა წმინდა იოაკიმე და ანას ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და ტაძრის ქტიტორის ოჯახს მადლობა გადაუხადა.