ბერძენი პროფესორი ღვთისმშობლის შეურაცხყოფით სკანდალის პროვოცირებას ახდენდა
ილიას მოსიალოსი. ფოტო: facebook.com/DynamikiEllada
ჯანმო-ში საბერძნეთის წარმომადგენელმა, პროფესორმა ილიას მოსიალოსმა, ღვთისმშობლის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნებით ქვეყანაში სკანდალი გამოიწვია.
მოსილოსმა თავის ფეისბუქზე გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობელი ნიღბიანი და ადარებს კოროვირუსის არსებობის რწმენას ღვთისმშობლის უბიწოების რწმენასთან.
ამ პოსტმა საბერძნეთში აღშფოთება გამოიწვია. წმინდა სინოდმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოსიალოსის ქმედებას "რასისტული" უწოდა და აღნიშნა, რომ "ფანატიზმი და სხვისი პატივისცემის ნაკლებობა "რელიგიების" ექსკლუზიური მახასიათებელი კი არ არის, არამედ, კონსერვატიული და პროგრესული ადამიანის მახასიათებელი თვისებებია’’.
არქიმანდრიტი აგაფანგელ იანარაკისი თვლის, რომ თანამდებობის პირი „შეურაცხყოფს ქრისტიანთა რელიგიურ გრძნობებს“ და „სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ ანეიტრალებს ჩვენს რწმენას“.
„მაგრამ უპირველეს ყოვლისა ის შეურაცხყოფს და იმცირებს საკუთარ თავს, აძლიერებს თავის ათეიზმს, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არა არგუმენტებით, არამედ შეურაცხმყოფელი კარიკატურით“, - წერს მღვდელი და შეახსენებს მასიალოსს, „რა მოხდა საფრანგეთში Charlie Hebdo-ს პუბლიკაციის გამო“.
კალავრიტის მიტროპოლიტმა იერონიმემ თქვა, რომ იგი განიცდის "წმინდა აღშფოთებას"(უკონტროლო ქრისტიანული რისხვა), რადგან, მისი აზრით, ხელისუფლებამ მასიალოს მაგალითზე "კიდევ ერთხელ მოიხსნა ნიღაბი და აჩვენა თავისი ნამდვილი სახე". „ისინი ებრძვიან ქრისტეს და ჩვენს ყოვლადწმიდა დედას, სირცხვილია“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მანამდე მჟკ-მ დაწერა, რომ საბერძნეთის ეკლესია მრევლს მოუწოდებს ეკლესიაში ტელეფონით ჩაეწერონ.
წაიკითხეთ ასევე
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.
ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.