ტრაპმი: ღმერთმა დალოცოს უკრაინელი და რუსი ხალხი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ფოტო: Sarah Meyssonnier/Pool via AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა“ და უკრაინის პრეზიდენტს, „პრეზიდენტ პუტინის მსგავსად, სურს მშვიდობა“. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ გვერდზე  truthsocial დაწერა.

ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკისთან საუბრის დეტალებზე საუბრისას აღნიშნა: „ჩვენ განვიხილეთ ომთან დაკავშირებული სხვადასხვა თემა, მაგრამ ძირითადად პარასკევს მიუნხენში დაგეგმილი შეხვედრა, სადაც დელეგაციას ვიცე პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებენ. იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შედეგები დადებითი იქნება“.

„დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი, რომელმაც გამოიწვია მასიური და სრულიად არასაჭირო სიკვდილი და განადგურება. ღმერთმა დალოცოს რუსეთისა და უკრაინის ხალხი! – დაასკვნა დონალდ ტრამპმა.

როგორც მჟკ წერდა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ბევრს გააკეთებს რელიგიური თავისუფლების უზრუნველსაყოფად.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.