მეუ-მ უფლება მისცა ყველა თავის მღვდელმსახურს იმსახუროს ღია აღსავლის კარებით

მეუ-ს «სინოდის» სხდომა. ფოტო: pomisna.info

2021 წლის 22 ნოემბერს მეუ-ს "წმინდა სინოდმა" უფლება მისცა ახლადშექმნილი რელიგიური სტრუქტურის  ყველა კლირიკს წირვა "ჩაატაროს" ღია აღსავლის კარებით, იუწყება მეუ-ს  საიტი. 

ეპიფანე დუმენკომ ხელი მოაწერა "მდგომარეობა ჯილდოების შესახებ", რომელიც დაამტკიცა მეუ-ს "სინოდმა", რომლის თანახმად "საღვთო ლიტურგიის მსახურება ღია აღსავლის კარებით "მამაო ჩვენო"-მდე არ არის ჯილდო".

ასეთი წირვის (ღია აღსავლის კარებით "მამაო ჩვენოს" ლოცვამდე,-რედ.) უფლება მეუ-ში  მისცეს ყველა "მღვდელმსახურს" და ყველა სამრევლოს.

სლავური ტრადიციის თანახმად, აღსავლის კარები წირვის დროს იღება მცირე შესასვლელიდან წმინდა წერილით გამოსვლისთვის, ამ გამოსვლას წმ. სახარებით ეწოდება “მცირე გამოსვლა”, რაც ნიშნავს იესუ ქრისტეს უდაბნოში ცხოვრებისა და მონათვლის შემდეგ ხალხისადმი მიქცევას და სახარების ქადაგებას, ხოლო სახარების წაკითხვის შემდეგ იხურება.

შემდგომ ისინი იღება დიდი გამოსვლისათვის,  რადგან  უნდა მოხდეს ძღვნის გადატანა სამკვეთლოდან ტრაპეზზე, შემდგომ იკეტება, რაც ასახავს მაცხოვრის ჯოჯოხეთში ჩასვლას.

და კიდევ ერთხელ იღება წმინდა ძღვენის კურთხევისას  ერისკაცთა საზიარებლად, რაც ასახავს   აღდგომის შემდეგ ქრისტეს გამოცხადებას  თავისი მოწაფეების წინაშე,     მაცხოვრის ზეცად ამაღლებას და ღვთის სასუფეველის გახსნას.

ადრე მჟკ წერდა, რომ მეუ-მ გააუქმა ლოცვა ევქარისტიულ კანონში და კვერექსში, ხოლო მოგვიანებით, ფანარიონის მეთაურთან მსახურების დროს, მეუ-ს "მღვდელმსახურებს" აუკრძალეს მიტრების დახურვა.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.