ფანარიონის მეთაური: როგორც იესოს მოწაფემ, რმე-ს სასტიკ ძმებს უნდა მივუტევო

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: tanea.gr

2021 წლის 24 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბერთლომემ კვიპროსის გამომცემლობა „პოლიტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც იესო ქრისტეს მოწაფემ, მან უნდა მიუტევოს ძმებს რმე-დან, რომლებსაც მძაფრი  რეაგირება ჰქონდათ მის გადაწყვეტილებაზე მეუ-ს აღიარების შესახებ.

პატრიარქ ბართლომეს სიტყვებით, უკრაინის „ავტოკეფალიით“ „ერის დონეზე“ ფანარიონმა ვერაფერი ვერ მოიგო, ერთადერთი, რაც მან „მოიგო“ – „შეურაცხყოფა, ცილისწამება და დამცირებაა“.

 პირიქით, ისინი, ვინც ამ გადწყვეტილების წინააღმდეგები იყვნენ, მისდევენ „ოცნებას“, რომლის თანახმადაც მთელი მსოფლიოს პოლიტიკური გეგმები ეკლესიის სამსახურშია, ის კი, რომ მე კვლავაც ჭეშმარიტებას ვიცავდი, გავლენას ახდენდა  ჩვენი ძმების გეოპოლიტიკურ და სხვა გეგმებზე. ამიტომ ჰქონდათ მათ ასეთი მძაფრი რეაქცია“, - განაცხადა ფანარიონის მეთაურმა.

თუმცა, მისი სიტყვებით, მას იმდენად არ „აწუხებს“ „ცილისწამება“ პირადად მის მიმართ, „რამდენადაც კონსტანტინოპოლის უფლებების შეზღუდვის მცდელობები“. „ჩემი აზრით, უნდა მივუტევო მათ, როგორც იესო ქრისტეს მოწაფემ. მაგრამ არასდროს არ დავნებდები და არ დავუშვებ, რომ ოდესმე დაიშრიტოს  ჩვენი მსოფლიო საპატრიარქოს ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ლამპარი“, - თქვა პატრიარქმა ბართლომემ.

მანამდე მჟკ წერდა, რომ, ფანარიონის მეთაურის სიტყვებით, მისმა წინამორბედებმა რუსები ქრისტიანებად აქციეს და ცივილიზაცია მოუტანეს მათ.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.