ჩვენ რუსები გავაქრისტიანეთ და ცივილიზაცია მოვუტანეთ მათ, - პატრ. ბართლომე
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: znews.gr
2021 წლის 24 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ კვიპროსის გამომაცემლობა „პოლიტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა წინამორბედებმა რუსები ქრისტიანებად აქციეს და ცივილიზაციას აზიარეს.
ფანარიონის მეთაურმა თქვა, რომ მსოფლიო პატრიარქის ხარისხში მას უკვე ოცდაათი წელია აკისრია კონსტანტინოპოლის პატრიარქის „უფლებებზე“ პასუხისმგებლობა „თავისი წინამორბედების, ისტორიის, ღვთის ხალხის წინაშე, რომელიც კონსტანტინოპოლისგან მხოლოდ ჭეშმარიტებას ელოდება და ეს ჭეშმარიტება შორს არის ყოველდღიური ინტერესებისგან“.
პატრიარქ ბართლომეს სიტყვებით, სწორედ იმ ფაქტმა, რომ მან თავისი გადაწყვეტილებით მეუ-ს აღიარების შესახებ „დაიცვა ჭეშმარიტება“, მოახდინა რუსული ეკლესიის „სასტიკი“ რეაქციის პროვოცირება.
ამის შედეგად, მეუ-ს ლეგალიზების მოწინააღმდეგეებმა (საქმე ეხება რმე-ს წარმომადგენლებს, - რედ.) გააჩაღეს „პირადი ცილისმწამებლური ომი ყველაზე თავმდაბალი პირის წინააღმდეგ და განსაკუთრებით ცილისმწამებლური კამპანია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ისტორიული პასუხისმგებლობის წინააღმდეგ, რომელმაც მათ ქრისტიანობა მოუტანა და ცივილიზებულ ხალხად აქცია“.
სწორედ ეს (მეუ-ს აღიარების მიუღებლობა, - რედ.) „იწვევს ხალხში შიშისა და დაბნეულობის გრძნობას, როდესაც სხვა ეკლესიებს არ სურთ შეათანხმონ თავიანთი ქმედებები მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებებთან“, - განაცხადა ფანარიონის მეთაურმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ პატრიარქ ბართლომეს სიტყვებით, არიან ისეთებიც, ვისაც შურთ მისი მართლმადიდებლობაში პირველობის მდგომარეობა და ამის გამო „ახალ ეკლესიოლოგიას ქმნიან“.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.