მიხეილ ზინკევიჩმა ისაუბრა, რამდენი ტაძარი წაართვა უმე-ს
მიხეილ ზინკევიჩი. ფოტო: volyn24.com
ლუცკისა და ვოლინსკის "მიტროპოლიტმა" ზინკევიჩმა გამოცემა Перший -სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომ უმე-დან "გადაიყვანა"ყველაზე მეტი ტაძარი-130.
"ჩვენთან პლიუს-მინუს 130 ახალი სამრევლოა. ეს ყველაზე მეტია უკრაინაში,- ამტკიცებს ზინკევიჩი და ამატებს, რომ "გადასვლები" თითქოსდა მიმდინარეობდა კონფლიქტების გარეშე.- მეუ არ ესხმოდა თავს რუსულ სამრევლოებს, პრობლემა შიგნითაა. ამიტომ ჩვენი დადანაშაულება არავის არ შეუძლია, რომ ჩვენ მოვედით, რაღაცა წავიღეთ ან რაღაც სიტუაციის პროვოცირება მოვახდინეთ. ვუხსნიდით ჩვენს პოზიციას იმათ, ვინც განმარტებისთვის მოგვმართავდა, და იყვნენ ისეთებიც, ვინც არ მოგვმართავდა, არამედ უბრალოდ მოდიოდნენ აქ საბუთებით და გვთხოვდნენ მათ მიღებას",- განმარტა მან.
ზინკევიჩმა დაამატა, რომ ერთადერთ პრობლემას წარმოადგენს მღვდლების უკმარისობა, რადგანაც მეუ-ში გადავიდა მხოლოდ თორმეტი მღვდელი.
"მე მაშინ მქონდა ერთადერთი პრობლემა ამ საკითხში- ეს ღვთისმსაურთა რაოდენობაა, რომლებიც უნდა გააგზავნო ახალ სამრევლოებში, იმიტომ რომ ყველა სამრევლო არ გადასულა მღვდლებთან ერთად. ბევრი მღვდელი, რომელიც არ წასულა თემთან, დღეს იძულებულია ეძებოს თავისუფალი შემოსავალი, გაემგზავროს პოლონეთში სამშენებლო სამუშაოებზე",- თქვა ზინკევიჩმა.
მეუ-ს "მიტროპოლიტმა" იწინასწარმეტყველა უმე-დან მეუში გადასვლის ახალი ტალღა: "იქნება მაშინ, როცა მომწიფდება".
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, მეუ-ს "იერარქმა" მიხეილ ზინკევიჩმა "მსახურება" საპატრიარქო მანტიით ჩაატარა.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.