უმე-მ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მთელი უკრაინელი ხალხი უნიატებად არ ჩათვალონ
ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: president.gov.ua
არ არის საჭირო, რომ ბერძენ-კათოლიკებად, რომლებიც უკრაინაში უმცირესობას წარმოადგენენ, მთელი უკრაინელი ხალხი ჩაითვალოს. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერმა, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა დაწერა თავის тг-არხზე ვლადიმერ ზელენსკისა და უკრაინაში სამოციქულო ნუნციუსის ვისვალდას კულბოკასის შეხვედრის შედეგად.
უკრაინის პრეზიდენტის საიტზე ინფორმაციის მიხედვით, ამ შეხვედრაზე „ვლადიმერ ზელენსკიმ გაამახვილა ყურადღება მიტროპოლიტ ანდრია შეპტიცკის ბეატიფიკაციის საკითხზე, რომელსაც ასე ელოდება უკრაინელი ხალხი“.
„... რომელსაც ასე ელოდებიან უკრაინელი ბერძენ-კათოლიკები“, - შეიძლებოდა ასე დაწერა და ეს სწორი იქნებოდა, - ხაზი გაუსვა უმე-ს სპიკერმა. - შეპტიცკი ხომ უბკე-ის მოღვაწეა და ის მათთვის ავტორიტეტია. სწორედ ბერძენ-კათოლიკები ელოდებიან ბეატიფიკაციას. კი ბატონო, არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო. მაგრამ არა მთელი უკრაინელი ხალხი“.
მართლმადიდებელები, რომლებიც უკრაინაში უმრავლესობას წარმოადგენენ, ამ ბეტიფიკაციას არ ელოდებიან, ისევე, როგორც პროტესტანტები, მუსულმანები, იუდეველები და სხვა კონფესიების წარმომადგენლები, აღნიშნა მღვდელმსახურმა.
„ამიტომ მნშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ოფისმა გაითვალისწინოს ეს და ინფორმაცია კორექტულად მიაწოდოს“, - თქვა უმე-ს სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ თეზისი „უკრაინელი ხალხი ელოდება“ შეპტიცკის კანონიზაციას, ვლადიმერ ზელენსკიმ მანამდე გაახმოვანა პაპ ფრანცისკესთან საუბრის დროს, შემდეგ ეს ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრის დროს გაიმეორა სპ-ს ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.