ჩვენ ამას ვაფასებთ: დუმენკომ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მეუ-ს მხარდაჭერის გამო
აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი ენტონი ბლინკენი და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: pomisna.info
2021 წლის 6 ოქტომბერს მეუ-ს ხელმძღვანელმა ეპიფანე დუმენკომ მადლობა გადაუხადა აშშ-ს ტომოსის მხარდაჭერის გამო, რომელიც მეუ-ს ფანარიონის მეთურმა უბოძა, იუწყება მეუ-ს საიტი.
წმინდა მიქაელის მონასტრის ტერიტორიაზე შეხვედრის დროს დუმენკომ ხაზი გაუსვა, რომ დიდად მადლობელია ამერიკელი ხალხის, ამერიკის შეერთებული შტატების იმ მხარდაჭერის გამო, რასაც ეს ქვეყანა „გამოხატავდა და გამოხატავს ჩვენს მიმართ სამართლიანობასა და სიმართლისთვის ბრძოლაში“.
„მე საშუალება მქონდა აქ, ამ კედლებში პირადად მეთქვა მადლობა ყოფილი სახელმწიფო მდივნისთვის მაიკლ პომპეოსთვის, აგრეთვე ახლანდელი სახელმწიფო მდივნისთვის ენტონი ბლინკენისთვის. დღესაც მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ეს თქვენი წარმომადგენლობითი დელეგაციის წინაშე“, - აღნიშნა დუმენკომ.
მან აგრეთვე მადლობა გადაუხადა აშშ-ს უკრაინაში „რელიგიური თავისუფლების“ მხრდაჭერისთვის და თქვა, რომ აფასებს „,ადამიანის ამ ერთ-ერთი ძირითადი უფლების მყარ საჯარო მხარდაჭერას, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება გამოხატავს“.
„ჩვენი, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც უკრაინის დამოუკიდებელი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების მიღწევამ, 2019 წელს ტომოსის მიღებამ - მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სპეციალური დოკუმენტის, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას ადასტურებს, მიიღო შეერთებული შტატების საჯარო მხარდაჭერა, როგორც რელიგიის თავისუფლების გამოხატვის, და ჩვენ ამას ვაფასებთ“, - აღნიშნა მეუ-ს ხელმძღვანელმა.
რელიგიური ორგანიზაციის ლიდერი, რომლის მომხრეებმა, მათ შორის ფიზიკური ძალის გამოყენებითაც, მიიტაცეს უმე-ს ასობით ტაძარი, უყვებოდა ამერიკის დელეგაციას, რომ ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლებთან, იუდეველებთან და მუსულმანებთან ერთად აკეთებს „ყველაფერს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენს ქვეყანაში რელიგიური და ეროვნული მშვიდობა“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ უკრაინის განხეთქილების ერთ-ერთი ლიდერის, მაკარ მალეტიჩის სიტყვებით, ფანარიონმა ტომოსი უმე-ს იმიტომ გადასცა, რომ აშშ-ს მხარდაჭერაში იყო დარწმუნებული.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.