იტალიაში რელიგიათშორის ფორუმზე G20 დააყენეს საკითხი უმე-ს დისკრიმინაციაზე

რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის სპიკერი რელიგიათშორის ფორუმზე G20 იტალიაში. ფოტო: mospat.ru

რელიგიათშორის ფორუმზე G20, რომელიც ტარდებოდა ბოლონიაში (იტალია) 2021 წლის 13 და 14 სექტემბერს, დააყენეს საკითხი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაციის შესახებ. პრობლემა გაახმოვანა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების (მს სსკს) თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიკავკაზისა და ალანის არქიეპისკოპოსმა ლეონიდემ, იუწყება მს სსკს-ს საიტი.

რმე-ს მღვდელმთავარი გამოვიდა მოხსენებით ფორუმის მეორე დღეს შემაჯამებელ სესიაზე „დიალოგის თეოლოგიური ბუნება“. მოხსენების ბოლო ნაწილი მან მიუძღვნა ქრისტიანთა დევნას და განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მათ მდგომარეობას აფრიკაში. არქიეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა, რომ რიგ აფრიკულ ქვეყნებში ხდება ქრისტიანული მოსახლეობის ნამდვილი განადგურება და მოუწოდა მათი გენოციდისგან დაცვისკენ.

ის ასევე შეეხო  სამღვდელოებისა  და კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა დისკრიმინაციის საკითხს.

 „არ შეიძლება კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის - უკრაინაში ყველაზე მსხვილი რელიგიური ორგანიზაციის - მორწმუნეთა უფლებების დარღვევის იგნორირება, - ხაზი გაუსვა მან. - ამ ეკლესიის ასობით ტაძარს, ხელისუფლების დახმარებით, ართმევენ და გადასცემენ ეგრეთ წოდებულ „უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას“, რომელიც 2018 წელს პეტრე პოროშენკოსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ იყო შექმნილი. დისკრიმინაციას ადგილი აქვს საკანონმდებლო დონეზე: დამნაშავეები, რომლებიც ძალადობენ კლირიკოსებზე და კანონიკური ეკლესიის მორწმუნეებზე, როგორც წესი, დაუსჯელები რჩებიან“.

რელიგიათშორისი ფორუმი G20 წელს მიუძღვნეს თემას „მკურნალობის დრო: მშვიდობა კულტურათა შორის, ურთიერთგაგება რელიგიათა შორის“. ორგანიზატორების მონაცემებით, მასში 370 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 50 რელიგიური ლიდერი, 90 პოლიტიკოსი და დიპლომატი, ასამდე მეცნიერი, ექსპერტები, სტუმრები მსოფლიოს 50 ქვეყნიდან; ფორუმის 32 სესიაზე 160 სპიკერი გამოვიდა.

მჟკ აგრეთვე წერდა, რომ მანამდე უმე-მ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებრიობას განცხადებით, სადაც განმარტა თავისი პოზიციები რიგ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც განიხილებოდა საერთაშორისო-სამართლებრივ  და ნაციონალურ დონეზე.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.