ფანარიონის მეთაური უკრაინაში პოლიტიკური მიზნით შეიჭრა, - მიტ. ილარიონი
მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: iz.ru
კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ქმედებები უკრაინაში ნაკარნახევია აშშ-ს პოლიტიკური შეკვეთით, რომელიც მთელ მსოფლიოში იყენებს პოლიტიკას „დაყავი და იბატონე“ და ამან გამოიწვია განხეთქილების გაღრმავება უკრაინის საზოგადოებაში, თქვა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) პროგრამის „ეკლესია და მსოფლიო“ («Церковь и мир») ეთერში, იუწყება მს სსკგ-ს საიტი.
„მან (ფანარიონის მეთაურმა - რედ.) სრული პროგრამით შეასრულა შეკვეთა: დღეს უკრაინის საზოგადოება გაყოფილია არა მარტო ენის საკითხის, პოლიტიკური ორიენტაციის გამო, არამედ რელიგიური ნიშნითაც, - თქვა რმე იერარქმა. - პატრიარქმა ბართლომემ პირობა დადო უმკურნალოს განხეთქილებას, მაგრამ მოხდა მისი გაღრმავება, პირობა დადო გააერთიანოს მართლმადიდებელი მორწმუნეები, მაგრამ გაერთიანების მაგივრად მოხდა მათი შემდგომი გაყოფა, პოლარიზაცია“.
მიტროპოლიტი ილარიონი თვლის, რომ რმე თავისი მაკონსოლიდირებელი როლით ეწინააღმდეგება აშშ-ს გეგმებს, იმიტომ რომ ისინი ფანარიონის მეთაურს იყენებენ უკრაინის კანონიუკურ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ასეთი მეთოდით ისინი მართლმადიდებლური ერთობის შესუსტებას ცდილობენ. „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მაკონსოლიდირებელ როლს თამაშობს, - თქვა რმე იერარქმა. - მაგრამ სიტუაციაში, სადაც სახელმწიფოებს შორის წარმოიქმნება კონფლიქტები, ეკლესია აგრძელებს ხალხის გაერთიანებას, აი, რატომ ეჩხირება ის თვალში პოლიტიკოსებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ პრინციპით „დაყავი და იბატონე“.
როგორც მჟკ იუწყებოდა, რმე-ში ფანარიონის მეთაური ქურდს და ყაჩაღს შეადარეს, რომელიც „სხვა გზით მიძვრება“.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.