რმე-ში ფანარიონის მეთაური შეადარეს ყაჩაღს, რომელიც "სხვა გზით მიძვრება"
მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) . ფოტო: mitropoliakuban.ru
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების (მს სსუგ) თავჯდომარემ, ვოლოკამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) შეადარა პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი უკრაინაში სახარების ტექსტს "ქურდსა და ყაჩაღზე", რომელიც "სხვა გზით მიძვრება", იუწყება რმე სსუგ-ს საიტი.
მიტროპოლიტმა ილარიონმა შეახსენა, რომ აგვისტოში ფანარიონის მეთაური ეწვია უკრაინას, სადაც შეხვდა ქვეყნის ხელმძღვანელობას, მეუ-ს მეთაურს და უბკე-ს წარმომადგენლებს, მაგრამ ამასთან ერთად იგნორირება გაუკეთა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატის, სამღვდელოებისა და მრევლის პოზიციას,რომელმაც გააერთიანა უკრაინის მორწმუნეთა უმრავლესობა, ასევე მან "ვერ შეამჩნია" მისი ჩამოსვლის საწინააღმდეგო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები.
ამ ვიზიტის კომენტირებისას მიტროპოლიტმა ილარიონმა მოიყვანა სიტყვები წმინდა წერილიდან "ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი ; ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია"(იოან.10:1-2).
მეუფემ აღნიშნა, რომ "პატრიარქი ბართლომე ჩამოვიდა ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებელ მორწმუნეთა უმრავლესობა არ თვლის მას თავის მწყემსად. ის სიტყვის სრული მნიშვნელობით უკანა კარიდან უნდა შესულიყო უმაღლეს რადაში, იმიტომ რომ იქ შეიკრიბნენ მორწმუნეები, რომლების აპროტესტებდნენ მის ვიზიტს".
მან აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი შედგა სახელმწიფო ხელისუფლების მოწვევით და სქიზმატიკოსების მოწვევით, "მაგრამ მართლმადიდებელი მორწმუნეების უმრავლესობამ არამარტო იგნორირება გაუკეთა ამ ვიზიტს, არამედ ღიად აჩვენეს, რომ პატრიარქი ბართლომე მათთვის მწყემსი არაა".
ადრე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ვიზიტს თვლის სამარცხვინოდ, ხოლო სიტუაციას, რომელიც მან შექმნა სქიზმატიკოსების ლეგალიზებით- აბსურდულს.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.