მეუ-ში მხარი დაუჭირეს მონტენეგროს სქიზმატიკოსებს მიტრ. იოანიკეს წინააღმდეგ
"ეპისკოპოსი" ბოიოვიჩი (მარჯვნივ ბოლო) მეუ - ს"მღვდელმსახურებაზე" 2019 წელს. ფოტო: ПЦУ
მეუ-ში საჯაროდ მხარს უჭერდნენ მონტენეგროს განხეთქილების მონაწილეებს მონტენეგრო-ზღვისპირეთის მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაციის წინააღმდეგ, რომელიც შედგა 5 სექტემბერს ცეტინსკის მონასტერში.
„ეპისკოპოსმა“ გაბრიელ კრიზინმა თავის ფეისბუქ-გვერდზე განათავსა განხეთქილების მონტენეგროს ეკლესიის „ეპისკოპოსის“ ბოიან (ბორის) ბოიოვიჩის ვიდეკომენტარი, სადაც მან მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაციას „სამარცხვინო“ და „ცეტინეს ოკუპაცია“ უწოდა. კრიზინმა ამ პუბლიკაციას დაურთო სიტყვები: „სმე მონტენეგროში პერპექტივა არ აქვს, ისევე, როგორც რმე უკრაინაში - იმიტომ რომ ხალხს ვერ დააჯერებ ტყუილს“.
მეუ-ს „კეთილმოწესემ“ ჩერნოვცში ივანე მაკოვეიმ კრიზინთან კომენტარში დაწერა, რომ პირადად იცნობს ბოიოვიჩს და მონტენეგროს განხეთქილების მეთაურს დედეიჩს, მათთან „ერთად მან ბევრი რამ გამოიარა“.
მეუ-ს სპიკერმა ივანე (ევსტრატე) ზორიამ განაცხადა, რომ მიტროპოლიტი იოანიკე თითქოს უარყოფდა მონტენეგროს ერის არსებობას: „სერბები სპეცრაზმის დაცვით მონტენეგროელებს თავს ახვევენ იერარქს, რომელიც თვლის, რომ მონტენეგროს ერი არ არსებობს“.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მეუ-ში ატყდა სკანდალი, როდესაც ამ სტრუქტურის „ღვთისმსახურებაზე“, სადაც ესწრებოდა ფანარიონის მიტროპოლიტი ემანუელ გალსკი, შეამჩნიეს მონტენეგროს განხეთქილების მონაწილე ბოიან ბოიოვიჩი. სერგეი დუმენკო იძულებული იყო მონტენეგრო-ზღვისპირეთის მიტროპოლიაში გაეგზავნა წერილი, სადაც ბოდიშს იხდიდა და აცხადებდა, რომ ბოიოვიჩთან თანამსახურება მოხდა გულგრილობისა და უყურადღებობის გამო.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.