პოტურაევი: უმე-ში არიან ისინი, ვინც სახელმწიფოსთან კონფრონტაციაზე წასვლას მოუწოდებს

სახალხო დეპუტატი ნიკიტა პოტურაევი. ფოტო: Укринформ

უმაღლესი რადის ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკიტა პოტურაევმა გამოთქვა აზრი, რომ  კანონის „რელიგიური ორგანიზაციების მოღვაწეობის სფეროში კონსტიტუციური წყობის დაცვის შესახებ“ რეალიზების დროს შესაძლოა პროვოკაციების მოწყობა. ეს კანონი მიმართულია იმ ორგანიზაციათა მოღვაწეობის შეზღუდვაზე, რომლებიც რფ-სთან არიან დაკავშირებულები, იუწყება Интерфакс.

„დღეს მე, ჩემი კოლეგების მსგავსად, ვიღებ შემაშფოთებელ ცნობებს იმის შესახებ, რომ იქ ჯერ-ჯერობით იმარჯვებს და ვიმედოვნებ, რომ მაინც არ გაიმარჯვებს უმე-ს წიაღში ისეთი რადიკალური ჯგუფი, რომელიც სამღვდელოებას მოუწოდებს წავიდეს კონფრონტაციაზე საზოგადოებასთან და უკრაინის სახელმწიფოსთან, ჩადგეს „დევნილი ეკლესიის“, „მიწისქვეშა ეკლესიის“  პოზიციაში“, - განაცხადა პოტურაევმა ნაციონალური ტელემარათონის ეთერში.

კომიტეტის თავმჯდომარე  აფრთხილებს  რადიკალური ჯგუფების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ, რომლებიც მიმართულია კონფლიქტების გაჩაღებაზე ტაძრების გარშემო: „ტელევიზიის დასანახად, ფოტოებისთვის, რომელთა გაზიარება შესაძლებელია, კერძოდ, დასავლეთში, სადაც ისინი აქტიურად ცრუობენ იმის შესახებ, რომ მათ ვიღაც ავიწროვებს“, - დაამატა მან.

პოტურაევმა აგრეთვე გამოთქვა იმედი, რომ გაიმარჯვებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პროუკრაინულად განწყობილი სამღვდელოება, რაც ეკლესიას საშუალებას მისცემს საბოლოოდ გაწყვიტოს კავშირები რმე-სთან.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ძალაში შევიდა კანონი, რომელიც  უმე-ს მოღვაწეობას კრძალავს.  

წაიკითხეთ ასევე

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.