ფილარეტი: ჩვენ არ მიგვიწვიეს დღესასწაულებზე ფანარიონისა და მეუ-ს მოთხოვნით

ფილარეტ დენისენკო. ფოტო: sputniknews.com

ფილარეტი არ მიიწვიეს სადღესასწაულო ღონისძიებებზე უკრაინაში მართლმადიდებელი  ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოთხოვნით. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კიევის მიტროპოლიის უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ორშაბათს, 23 აგვისტოს.

კიევის მიტროპოლიის უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის პრეს-სამსახურში ხაზი გაუსვეს, რომ ეს „პირველი სამარცხვინო შემთხვევაა ჩვენი სახელმწიფოს არსებობის სამი ათეული წლის განმავლობაში. მოსკოვის მიერ დაყენებული ვიქტორ იანუკოვიჩიც კი არ დასულა უკრაინული ერის მორალური ავტორიტეტის ასეთ უნამუსო დაცემამდე“.

მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომ „უკრაინის გმირი, კიევისა და სრულიად უკრაინის უწმინდესი პატრიარქი ფილარეტი“ არ მიიწვიონ უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ სადღესასწაულო ღონისძიებებზე, პრეზიდენტის ოფისის მოხელეებმა მიიღეს „უკრაინაში მართლმადიდებელი  ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელთა მოთხოვნით“. 

ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ არ მიიწვიონ დღესასწაულზე „ის, ვინც პირველმა დაიწყო ავტოკეფალიისთვის ბრძოლა“, „შექმნა მართლაც დამოუკიდებელი ადგილობრივი ეკლესია“, არის „უკრაინული სახელმწიფოებრიობის  ნამდვილი სახე“ და  „ყველაზე მეტი გააკეთა უკრაინელი ხალხის სულიერი დამოუკიდებლობისთვის“, ფილარეტთან „აღმაშფოთებელი ცინიზმი“ უწოდეს. 

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ფანარის მეთაურის უკრაინაში ვიზიტის წინა დღეს ფილარეტი იუწყებოდა, რომ მოხარული იქნება შეხვდეს მას, მაგრამ მხოლოდ როგორც „კიევის პატრიარქი“.

წაიკითხეთ ასევე

ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს

მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.

წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა

სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა

25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.

შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს

აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო

გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს

25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.