სწორი არ არის, მსოფლიო პატრიარქს სამუზეუმო ექსპონატი უწოდო, - ფანარი
ფანარიონის მეთაური ათვალიერებს მუზეუმის ექსპონატებს წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. ფოტო: pomisna.info
2021 წლის 22 აგვისტოს ფანარის მეთაურმა კიევის სოფიის ტერიტორიაზე ლიტურგიის დროს აღნიშნა, რომ არ არის სწორი, მსოფლიო პატრიარქს სამუზეუმო ექსპონატი უწოდო.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე თავის გამოსვლაში ყვებოდა, რომ ფანარს „არავის დისკრიმინაცია არ სურს“, რადგან „თავს მსხვერპლად წირავს ყველას, უყვარს და პატივს სცემს ყველას გამონაკლისისა და შეზღუდვების გარეშე“.
ამავე დროს, განაცხადა ფანარის მეთაურმა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო „უარს ვერ იტყვის თავის სამსხვერლო მსახურებაზე, იმიტომ რომ უნდა დაიცვას ეკლესიური წესრიგი, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მშვიდობა და მდგომარეობა“.
მან განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო წუხს „ისტორიული სიმართლის დამახინჯების მტკიცე და დაჟინებული მცდელობების გამო“.
ფანარში, თქვა პატრიარქმა ბართლომემ, თვლიან „ნეოლოგიზმებად და ახალ ფორმულირებებად, საფრთხის შემცველ ეკლესიოლოგიურ შეხედულებებად“ პოზიციას, რომლის თანახმად კონსტანტინოპოლის პატრიარქი - ეს „არააქტუალური, არაავტორიტეტული ანაქრონიზმია“.
ფანარის მეთაური დარწმუნებულია, რომ ეს თვალსაზრისი - „კონსტანტინოპოლის მღვდელმთავრის დაკნინებაა და მისი დაყვანა სამუზეუმო ექსპონატის მდგომარეობამდე“.
ამ თვალსაზრისს, პატრიარქ ბართლომეს აზრით, იზიარებენ ეკლესიები, რომლებიც „განახორციელებენ საეკლესიო მოძღვრების გადატრიალების მცდელობებს“, პირიქით, ისინი მადლიერები უნდა იყვნენ „ქრისტეს დიდი დედა-ეკლესიის განგებისა და მსხვერპლის“, თვით მისი არსებობის ფაქტის გამო.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქ ბართლომეს აზრით, ფილარეტისეული განხეთქილება - კიევის მიტროპოლიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის შედეგია.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.