არქიეპისკოპოსი არკადი როვენსკის ეპარქიის მმართველად დანიშნეს

არქიეპისკოპოსი არკადი. ფოტო: facebook.com/Odesskaja.eparhija
2021 წლის 17 აგვისტოს წმინდა სინოდის მორიგ სხდომაზე, რომელიც ტარდებოდა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს თავმჯდომარეობით, არქიეპისკოპოსი არკადი (ტარანოვი) დანიშნული იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენსკისა და სვერდლოვსკის ეპარქიის მმართველად, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი.
სინოდის გადაწყვეტილება იმაზე, რომ როვენსკის ეპარქიას შემდგომში მაღალყოვლადუსამღვდელოესი ოვიდიოპოლის არქიეპისკოპოსი არკადი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე ოდესის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსი იყო, დაკავშირებულია ახალი მღვდელმთავრის დანიშვნასთან ლუგანსკის კათედრაზე.
არქიეპისკოპოსი არკადი (ტარანოვი) დაიბადა 1957 წლის 11 მარტს ლუგანსკის ოლქის მუშათა დასახლება იასენოვსკიში.
1973 წელს მან დაამთავრა საშუალო სკოლა და მას შემდეგ ორი წლის განმავლობაში სწავლობდა დონეცკის ოლქის ქალაქ პაპასნოეს რკინიგზის სასწავლებელში. 1975-1977 წლებში სავალდებულო სამსახურს იხდიდა შეიარაღებულ ძალთა რიგებში.
1978-1982 წლებში სწავლობდა ოდესის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1981 წელს ოდესის მიძინების მამათა მონასტერში მორჩილად იყო. 1982 წლის 8 მარტს მონასტრის ნაცვლის, არქიმანდრიტ ვადიმის (სემიაშკო) მიერ ხელდასხმული იყო მცირე სქემაში სახელით არკადი, ღირსი არკადი კვიპრელის პატივსაცემად (ხსენება 19 მარტს).
1982 წლის 22 მარტს მიტროპოლიტ სერგის (პეტროვი) მიერ ხელდასხმული იყო იეროდიაკვნად, ხოლო 1983 წლის 6 იანვარს - მღვდელმონაზვნად. 1981 – 1990 წლებში სახლობდა ოდესის საპატრიარქო მიძინების მონასტერში. იყო კეთილმოწესის მორჩილებაში და უძღვებოდა სეფისკვერების საცხობს.
1990 წელს მიტროპოლიტ ლეონტის (გუდიმოვი) მიერ აყვანილ იყო იღუმენის ხარისხში და იმავე წლის 13 ნოემბერს დანიშნული იყო ქალაქ ოდესის წმინდა მოწამეთა ადრიანესა და ნატალიას ტაძრის წინამძღვრად.
1996 წელს აყვანილი იყო არქიმანდრიტის ხარისხში. იმავე წელს, ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტ აღათანგელოზის წარდგინებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ დანიშნული იყო ოდესის წმინდა პანტელეიმონის მამათა მონასტრის ნაცვლად.
2002 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია, ხოლო 2009 წლის იანვარში მონაწილეობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ კრებაში (ოდესის ეპარქიიდან).
2012 წლის 20 ივლისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ არკადის განესაზღვრა ოვიდიოპოლის ეპისკოპოსობა, ოდესის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსობა.
ეპისკოპოსად დასახელდა 2012 წლის 3 აგვისტოს ფაოფანიაში, კიევის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ყოველთა წმინდანთა ტაძარში.
4 აგვისტოს ფაოფანიაში, კიევის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის მთავარ ტაძარში ოვიდიოპოლის ეპისკოპოსად და ოდესის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსად იყო ხელდასხმული.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ლოცვით აღნიშნეს წანამძღოლის ინტრონოზაციის მეშვიდე წლისთავი.
წაიკითხეთ ასევე
ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება
24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.
სამთავისისა და კასპის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები ფუნქციონირებს
ყოველკვირეული შეხვედრები ბავშვებსა და მოზარდებში მნიშვნელოვანი ღირებულებების გააზრებასა და განვითარებას ემსახურება.
ბულგარეთის პატრიარქი ათონის მთაზე ვატოპედის მონასტერს ეწვია
ვატოპედის წინამძღვარი და ძმები შეხვდნენ ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს, რომელიც ათონის სალოცავებში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.
საბერძნეთის ეკლესია: სხდომა სინას მონასტერში განცხადების გარეშე დასრულდა
დღეს ჩატარდა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა.
საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმყოფება
21 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა მსოფლიო პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოცი წერილი გადასცეს.
შიო III-მ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს აღსაყდრების 35 წლისთავი მიულოცა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მილოცვაში მსოფლიო პატრიარქის თანადგომა, ილია II-სთან მეგობრობა და საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნა.