პარტია „თავისუფლების“ მეთაური ნოვომირგოროდში დასჯით ემუქრება უმე-ს მღვდელს

პარტია «Свобода»  ნოვოგოროდის განყოფილების უფროსი ვადიმ ბატი. ფოტო: facebook.com/Вадим Батій

პარტია «Свобода» ნოვოგოროდის განყოფილების უფროსი ვადიმ ბატი. ფოტო: facebook.com/Вадим Батій

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელს იაროსლავ კუშნიკურს ნოვომირგოროდში ემუქრება პარტია „თავისუფლების“ განყოფილების უფროსი ვადიმ ბატი იმის გამო, რომ ის ადგილობრივ სკოლაში ისტორიას ასწავლის, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება. 

მუქარა დაიწყო იმით, რომ ბატიმ  თავის ფეისბუქ გვერდზე ცნობილი ფეიკ-ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც კორჩინსკის „საძმოს“ გადაცმული წევრი განასახიერებს პოჩაევოს ლავრის ბერს და პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს. 

 „აი რა უნდა ვიცოდეთ მოსკოვის ეკლესიის შესახებ!!! ჩვენთან კი მოსკოველი ხუცესი სკოლაში ისტორიას ასწავლის!!!, - მიაწერა ვიდეოს ვადიმ ბატიმ. 

ვინაიდან ქალაქში  აღარ არიან მასწავლებელი-მღვდლები, რომლებიც ისტორიას ასწავლიან, ადგილობრივი მოსახლეობისთვის იაროალავ კუშნირუკის სახელის ხსენების გარეშეც გასაგებია, ვისზე ლაპარაკობენ. ამიტომ მღვდელმა მიმართა პოლიტიკოსს თხოვნით, ახსნას თავისი ბრალდებები შესაბამისი არგუმენტებით.

ახსნის ნაცვლად ბატი მეორე დღეს  ტერიტორიული გაერთიანების უფროსთან წავიდა და მოითხოვა მღვდლის სკოლიდან გაგდება. 

როცა ამ ყველაფერმა ნაყოფი ვერ გამოიღო, 9 აგვისტოს დღის 12:00 საათისთვის ის  ქალაქის ცენტრში, რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან შემხვდა და დაიწყო ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, - ყვებოდა მამა იაროსლავი, - შემდეგ წამოვიდა ფიზიკური დასჯის მუქარები, თუ მე არ დავტოვებდი სკოლას და მინიშნებები ეგრეთ წოდებულ „სანაგვე ლუსტრაციაზე“ (თვითგასამართლების პრაქტიკა, როდესაც ადამიანს უსწორდებიან და შეურაცხყოფენ, მეტი დამცირებისთვის კი ნაგვის კონტეინერში აგდებენ - რედ.)“.

მღვდელმა უარყო ბრალდება პროპაგანდაში, აგიტაციაში  და ანტიუკრაინულ პოზიციაში. სკოლაში მუშაობის ათი წლის განმავლობაში მასზე არც ბავშვების, არც ხელმძღვანელობის მხრიდან არ ყოფილა არავითარი საჩივარი.

 „მე ვიყავი, ვარ და ვრჩები ჩემი ხალხის, ჩემი სახელმწიფოსა და ჩემი ეკლესიის ერთგული შვილი, - ხაზი გაუსვა მამა იაროსლავმა. - ჩემი დანაშაული, ბატონ ვადიმ ბატის აზრით, მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ვარ“.

დეკანოზმა იაროსლავმა აღნიშნა, რომ ეს საქმე გაახმაურა არა საკუთარი თავის გამო, არამედ იმ  საშიშროების გამო, რომ დევნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრობის გამო შეიძლება ყოველდღიურ მოვლენად იქცეს. 

 „დღეს თუ გავჩუმდები, ეს ხალხი ხვალ მოითხოვს ექიმების, სხვადასხვა დაწესებულებების ხელმძღვანელების, გამყიდველებისა და მძღოლების თანამდებობებიდან განთავისუფლებას მარტო იმიტომ, რომ ისინი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში არიან, - დარწმუნებულია მღვდელი. - მე არ მეშინია ჩემი სიცოცხლის გამო, მაგრამ მეშინია ჩემი სამი წლის შვილის გამო, რომელიც მანქანაში იყო ბატონ ბატის მხრიდან მუქარის მომენტში. მეშინია, რომ ხვალ სხვა მღვდელმსახურთა შვილებს დაამცირებენ მარტო იმიტომ, რომ ისინი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების შვილები არიან, როგორც ეს კომუნისტების დროს იყო. მეშინია, რომ ხვალ ჩვენს მშვიდობიან ნოვომირგოროდის გაერთიანებაში  განხეთქილების ცეცხლს გააჩაღებენ, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, უკვე ღვივის უკრაინის ცალკეულ ოლქებში, ტაძრების მიტაცებით, მღვდლებისა და მრევლის ცემით, აგრესიით, ზიზღით, შუღლითა და განხეთქილებით“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, სამხედრო გაერთიანება „თავისუფლების“ სხვა პოლიტიკოსმა მოუწოდა, რომ  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას წაართვან ტაძრები და გაასახლონ უნეტარესი.

აფხაზეთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

საზეიმო ცერემონიაზე პედაგოგებს განათლების სფეროში შეტანილი წვლილისა და პროფესიული მიღწევებისთვის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

შალვა პაპუაშვილი: „ეს ფსევდორელიგიური სექტა თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას“

პარლამენტის თავმჯდომარე პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და მისი მონაწილეები ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებასა და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

პაპუაშვილი: ზემო აჭარაში სამჯერ მეტი ადამიანი მოინათლა ვიდრე აქციაზე გამოვიდა

პარლამენტის თავმჯდომარემ ზემო აჭარაში გამართული ნათლობა თბილისში ჩატარებულ აქციას შეადარა და აქციის მონაწილეები მწვავედ გააკრიტიკა.

ეპისკოპოსმა მელქისედეკმა რიკოთში ტაძრის საძირკველი აკურთხა

მარგვეთისა და უბისის მღვდელმთავარმა საკვირაო წირვა ზესტაფონში აღავლინა, შემდეგ კი რიკოთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მოილოცა.

„დავითიანნსა“ და ქართულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობა სტუდენტების საგანმანათლებლო, მოხალისეობრივ და ახალგაზრდულ პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის გუნდმა ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა მოიგო

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ფინალში კიცხის საჯარო სკოლის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხეს.