მედია: უკრაინის ხელისუფლება ფანარიონთან ჩივის, რომ დუმენკო ხელს უშლის მეუ-ს და უმე-ს ერთობას

ეპიფანე დუმენკო. ფოტო: bbc.com

უკრაინის ხელისუფლება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში  ეპიფანე დუმენკოს უჩივის და ამტკიცებს, რომ ის ხელს უშლის უკრაინაში მართლმადიდებლობის ერთობას.

ბერძნული გამომცემლობა „რომფეა“, თავის წყაროებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ ფანარიონში „შედის უკრაინის ხელისუფლების საჩივრები იმის გამო, რომ მიტროპოლიტი ეპიფანე არაფერს არ აკეთებს ეკლესიათა გაერთიანებისთვის (მეუ და უმე, - რედ.), პირიქით, ხელს უშლის ამას“.

რომფეა ხაზს უსვამს, რომ „უმე-ს ტაძრების ძალადობრივი მიტაცებები მეუ-ს მომხრეთა მიერ, იარაღისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით, აგრეთვე მორწმუნეთა მასობრივი ცემა შეუძლებელს ხდის უმე-სთან დიალოგს.  

„ამ  ქმედებებმა, ნაცვლად ეკლესიათა გაერთიანებისა, გამოიწვია მხოლოდ  უმე-ს მორწმუნეთა კონსოლიდირება მეუ-ს წინააღმდეგ“, - წერდნენ „რომფეაში“.  

იქ გაიხსენეს, რომ 2018 წლიდან დღემდე „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 100 ეპისკოპოსიდან არც ერთი არ გადასულა მეუ-ში, ხოლო მიტაცებული ტაძრები ცარიელია, რადგან არავინ არ არის, ვინც იქ იმსახურებს“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ „რომფეას“ ინფორმაციით, ერთი წლის წინ ზელენსკი ითხოვდა ფანარიონისგან  მეუ-სთვის საპატრიარქოს სტატუსის  მინიჭებას.

წაიკითხეთ ასევე

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.