ექსპერტი: ხელისუფლება ცდება,როცა ფიქრობს,რომ მრევლი ზეწოლით გაიქცევა მეუ-ში
იან ტაკსიური. ფოტო: РИА Новости Украина
ხელისუფლება ცდება, თუ ფიქრობს, რომ საკმარისია პატარა ზეწოლა და ხალხი უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში გაიქცევა. ამის შესახებ უკრაინელმა ლიტერატორმა, პოეტმა და პუბლიცისტმა იან ტაკსიურმა თქვა მრგვალ მაგიდაზე „უკრაინის ძირითადი კანონი და მისი გამოყენება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით“.
„ხელისუფლება მართლაც თვლის, რომ პატარა ზეწოლა საკმარისია, პრესი და ისინი (მორწმუნეები - რედ.) პოროშენკოსა და ბართლომეს მიერ შექმნილ ახალ სტრუქტურაში გაიქცევიან. როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შვილმა, მინდა ვთქვა: არ გაიქცევიან, ბატონებო“, - აღნიშნა პუბლიცისტმა.
მან გაიხსენა, რომ ამგვარი ზეწოლა უკვე ყოფილა ეკლესიის ისტორიაში.
„უფრო სასტიკ ხალხსაც განუხორციელებიათ ზეწოლა - გასული საუკუნის 20-იან წლებში ისეთი ზეწოლა იყო, ღმერთმა დაგიფაროთ ასეთი ცოდვისგან, - თქვა იან ტაკსიურმა და მიმართა მათ, ვინც დღეს ეკლესიის დევნას ცდილობს. - და არაფერიც არ მოხდა: განმაახლებლებთან არ წავიდნენ, ამათთანაც არ წავლენ. როგორც ცარიელია ახლა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრები, ასევე ცარიელი იქნება მომავალში“.
მან განმარტა, რომ ეკლესიისა და მისი ერთგული ხალხის შემთხვევაში, საქმე ეხება სრულიად სხვა რეალობას და სხვა ხალხს.
„ისინი თავის ცხოვრებას განიხილავენ არა ფინანსურ კონტექსტში, არა შემოსავლების კონტექსტში, არამედ შემოქმედთან ურთიერთობის კონტექსტში, რომელსაც ისინი იცნობენ. ასეთია პარადიგმა. რადგან ამ ხალხის ყიდვა არ შეიძლება, მათ ავიწროვებენ, აშინებენ, მაგრამ მათი ყიდვა არ შეიძლება, მათი იძულება არ შეიძლება. მასიურად -არა. მოღალატეები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, ეს გასაგებია, მაგრამ მასიურად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გატეხვა შეუძლებელია“, - ხაზი გაუსვა პუბლიცისტმა.
შეგახსენებთ, მანამდე იან ტაკსიურმა განმარტა, რატომ წააგებს ხელისუფლება ეკლესიასთან ომს.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.