ერთის ხმას ვერ გაიგებენ,მაგრამ უმე ერთი ადამიანი არაა,-„ერისკაცები“ როვნოში
ორგანიზაცია «Миряне» -ს ხელმძრვანელი როვენის ოლქში ტატიანა ცარუკი. ფოტო: скриншот видео YouTube-канала Миряне
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ერთი ადამიანი არაა: ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენი ხმა უნდა გაიგონ. ამაში დარწმუნებულია უმე-ს ახალგაზრდა მორწმუნე ტატიანა ცარუკი, რომელიც სათავეში ჩაუდგა მოძრაობა „ერისკაცების“ რეგიონულ წარმომადგენლობას როვენის მხარეში.
„რწმენა ჩემთვის ყველაზე დიდი ფასეულობაა ცხოვრებაში, - განაცხადა მორწმუნემ პროექტის Youtube- არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. - მე თავს არ ვმიჯნავ ეკლესიისგან. მისი პრობლემები ჩემი პრობლემებია, მისი სიხარული - ჩემი სიხარული“.
მისი აზრით, ახლა რწმენა უკრაინელებისთვის იმაზე მეტი გახდა, ვიდრე თითოეულის პირადი საქმე: უმე-ს მრევლს ართმევენ ტაძრებს, მათი, როგორც მორწმუნეების უფლებები ირღვევა, მათ ადებენ სხვადასხვა იარლიყს და ა.შ. ღირს კი დუმილი, თუ ერთხელ შეუძლიათ შენთვის ტაძრის წართმევა, შენ კი გახდები ადამიანთა გარკვეულ წრეში მიუღებელი შენი რწმენის გამო?
„ვფიქრობ, რომ ჩვენი აზრი უნდა მივიტანოთ ხალხთან. - აღნიშნა ტატიანამ. - ჩემთვის ახლოსაა ის ფასეულობები, რომელთაც იცავს ჩვენი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ესაა ქრისტიანული ფასეულობები, ტრადიციული ფასეულობები. ჩემთვის სასიამოვნოა დავინახო და მოვისმინო ერისკაცების მოძრაობის შესახებ, რომელსაც ჩემთან საერთო ფასეულობები აქვს. მე შევუერთდი ამ მოძრაობას და ვიწვევ ყველას, ვინც არაა გულგრილი და რომელსაც სურს იღვაწოს მისი მოყვასისთვის“.
მან ხაზი გაუსვა, რომ „ერთი შეხედვით ჩვენ პატარა ბავშვები ვართ და ერთი ადამიანის ხმა არ იქნება მოსმენილი. თუმცა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ერთი ადამიანი არაა, ჩვენ ბევრნი ვართ“.
„ერისკაცების“ მონაწილემ მოუწოდა აქტიურ მართლმადიდებელ უკრაინელებს, რომელთათვისაც სულერთი არაა მისი მრევლისა და ეკლესიის ბედი, შეუერთდნენ მოძრაობას.
„ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა აქტიურმა მოქალაქემ, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, იგრნოს მისი აზრის მოთხოვნა და შეუერთდეს ჩვენს მოძრაობას. მსურს, რომ ჩვენთვის ჩვენი მშობლების მიერ გადმოცემული სიწმინდეები შემდეგ ჩვენს შვილებს გადავცეთ, რათა ჩვენი რწმენა გახდეს ის, რითიც ვამაყობთ, რაც წარმოადგენს საფუძველს ჩვენი ცხოვრებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. საფუძველს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც“, - შეაჯამა ტატიანა ცარუკმა.
შეგახსენებთ, ადრე „ერისკაცებმა“ განმარტეს, თუ როგორ შეუძლიათ მორწმუნეებს შეუერთდნენ მოძრაობას.
წაიკითხეთ ასევე
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.
შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს
აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო
გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს
25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.