მეუ-ს შექმნაში არანაირი საღვთისმეტყველო აზრი არ არის - უმე-ს სპიკერი
დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. ფოტო: twitter
უმე-ს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების მეთაურის მოადგილემ ნიკოლოზ დანილევიჩმა თავის telegram- არხზე განაცხადა, რომ მეუ-ს შექმნაში არანაირი საღვთისმეტყველო აზრი არაა და მოჰყვა ანტიოქიის საპატრიარქოში ბოლოდროინდელ ვიზიტზე (16-17 ივნისი).
დეკანოზ ნიკოლოზ დანილევიჩის სიტყვებით, ანტიოქიის პატრიარქი იოანე გაგებით ეკიდება და მხარს უჭერს უმე-ს, რამდენადაც უმე-სა და ანტიოქიის საპატრიარქოში მსგავსი პრობლემებია - მართლმადიდებლური ეკლესიის პარალელური სტრუქტურების შექმნა. თუმცა, სირიაში პარალელური საპატრიარქოები იქმნებოდა მათი ერესში გადახრის შედეგად, ხოლო მეუ მხოლოდ პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების გამო შეიქმნა.
„აი, ჩვენთანაც (უკრინაში -რედ.) 2 წლის წინ შეიქმნა „მეუ“, როგორც პარალელური სტრუქტურა უძველეს და კანონიკურ უმე-თან მიმართებაში. ამ ახალი სტრუქტურის მეთაური ცდილობს და იღწვის „კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის“ ტიტულის უზურპაციას. უფრო მეტიც, თავად ეს სტრუქტურა ცდილობს კიდეც კანონიკური უმე-ს სახელის დარქმევას... თუმცა, თუ ახლო აღმოსავლეთში ამ პარალელური საპატრიარქოების შექმნა აიხსნება იმით, რომ ახალი სტრუქტურები ეკლესიას გამოეყო და მათი ერესში გადახრის (სარწმუნოებრივი მოძღვრების შეცვლა) შედეგად წარმოიქმნა, „მეუ“-ს (სარწმუნოებრივი მოძღვრებით მართლმადიდებლური, მაგრამ სამოციქულო მემკვიდრეობის გარეშე) შექმნა უკრაინაში, სადაც უკვე იმ მომენტისთვის არსებობდა (სარწმუნოებრივი მოძღვრებით მართლმადიდებლური, მაგრამ უზადო სამოციქულო მემკვიდრეობით) კანონიკური უმე - ყოველგვარ საღვთისმეტყველო და კანონიკურ აზრსაა მოკლებული. გარდა, მხოლოდ, პოლიტიკურისა. ასევე იმათი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ვინც ეს სტრუქტურა შექმნა (ფანარიონი, აშშ, პოროშენკო)“, - დაწერა დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა.
სირიაში, მართლმადიდებელი პატრიარქის გარდა, არსებობს სირიულ-იაკობიტური და მელქიტური პატრიარქები, ხოლო ლიბანში - სომხური, სომხურ-კათოლიკური და მარონისტული პატრიარქები - 6 პატრიარქი ორ ქვეყანაზე. და ყველა მათგანი, სომხურის გარდა, ატარებს „ანტიოქიის“ ტიტულს.
როგორც ადრე მჟკ წერდა, ზორიამ განაცხადა, რომ ფანარიონის მუშაობის გარეშე მეუ-ს სხვა ეკლესიები არ ცნობდნენ.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.