ეგვიპტეში, კოპტურ ეკლესიაში ხანძრის დროს 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც

ხანძრის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვა. ფოტო: АР

ხანძრის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვა. ფოტო: АР

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, მოწამე აბუ სეფეინის ეკლესიაში გაჩნდა ხანძარი, რომლის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - 15 ბავშვი, იუწყება სააგენტო The Associated Press.

ეკლესია, რომელიც ოთხსართულიან შენობაში მდებარეობდა, განლაგებულია ვიწრო ქუჩაზე კაიროს ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში. კვირადღე - კვირის პირველი სამუშაო დღეა და დილაობით იმბამისა და მის ახლომდებარე რაიონების ქუჩებში ხშირი საცობებია, ამიტომ დაზარალებულთა დასახმარებლად მისვლა გართულებული იყო. როდესაც დაიწყო აალება, რომელიც თავდაპირველად მოკლე ჩართვის გამო მოხდა, რამდენიმე ხაფანგში აღმოჩენილი ადამიანი ეკლესიის ზედა სართულებიდან ხტებოდა ცდილობდა თავი დაეღწია ძლიერი ალისგან. უმრავლესობა დაზარალდა ჭყლეტისა და ხუთვის გამო. 

ამ შენობაში აგრეთვე განლაგებული იყო საეკლესიო საბავშვო ბაღები. ამიტომ დაღუპულთა შორის ამდენი ბავშვია. ეკლესიის ერთ-ერთმა მსახურმა შეძლო რამდენიმე ბავშვის გადარჩენა, ის ავარდა სართულზე, სადაც ცეცხლი მძვინვარებდა, ბოლში მან გართხმული სხეულები შენიშნა და დახმარება გაუწია მათ, ვისი გადარჩენაც შესაძლებელი იყო.

კვირას, შუადღისკენ, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს ხანძრის ჩაქრობა. მოვიდა პრემიერ-მინისტრი სხვა სამთავრობო მაღალჩინოსნებთან ერთად, რომ დაეთვალიერებინათ ადგილი, სადაც ეს მოხდა. პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა მაბდულმა განაცხადა, რომ გადარჩენილები და დაღუპულთა ოჯახები მიიღებენ საკომპენსაციო თანხას და მთავრობა აღადგენს ეკლესიას.

საღამოსკენ დაღუპულები კუბოებით გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანებით მეზობელ რაიონში, ვარაკში, ორ ეკლესიაში, დაკრძალვის წინა ლოცვისთვის. გზად დამწკრივებულები იყვნენ მოტირალი ქალები. ეკლესიებში დაკრძალვებზე ასობით დამწუხრებული ადამიანი შეიკრიბა. 

როგორც მჟკ იუწყებოდა, მანამდე დნეპრში ეკლესიის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, რომლის შედეგად ქალი დაიღუპა.

თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .

ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება

24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.

სამთავისისა და კასპის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები ფუნქციონირებს

ყოველკვირეული შეხვედრები ბავშვებსა და მოზარდებში მნიშვნელოვანი ღირებულებების გააზრებასა და განვითარებას ემსახურება.

ბულგარეთის პატრიარქი ათონის მთაზე ვატოპედის მონასტერს ეწვია

ვატოპედის წინამძღვარი და ძმები შეხვდნენ ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს, რომელიც ათონის სალოცავებში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.

საბერძნეთის ეკლესია: სხდომა სინას მონასტერში განცხადების გარეშე დასრულდა

დღეს ჩატარდა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა.

საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმყოფება

21 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა მსოფლიო პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოცი წერილი გადასცეს.