უმე-ში ლოცვით მიაგეს პატივი დიდი სამამულო ომის დროს დაღუპულების ხსოვნას

ღვთისმსახურებას გაუძღვა უმე-ს საქმეთმმართველი, ბორისპოლის მიტროპოლიტი ანტონი. ფოტო: news.church.ua

22 ივნისს დიდი სამამულო ომის  დაწყების 80-წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავზე კიევის მარადიული დიდების პარკში ჩატარდა ომის წლებში გარდაცვალებულთა სულის მოსახსენებელი ლოცვა, იუწყება kdais.kiev.ua.

ღვთისმსახურება აღასრულა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა.

მიტროპოლიტ ანტონთან მსახურობდნენ კიევის სამღვდელოება და სასულიერო სკოლების პედაგოგები სამღვდელო ხარისხში.

ღვთისმსახურებას თან ახლდა კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გუნდი რეგენტ არქიმანდრიტ ლეონტის(ტუპკალო) ხელმძღვანელობით.

ლოცვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ანტონმა სასულიერო პირებთან და სტუდენტებთან  ერთად ყვავილებით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, მიტროპოლიტმა ანტონმა უმე-ს სახელით დახმარება გადასცა   ბეირუთის მიტროპოლიტ ილიას.

წაიკითხეთ ასევე

ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს

მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.

წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა

სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა

25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.

შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს

აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო

გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს

25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.