უმე-ს იერარქი ურ-თან დგომაზე:ეს პოლიტიკა არ არის,ეს ლოცვაა სასწაულის იმედით

ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი. ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba

უმე-ს მორწმუნეთა ლოცვითი დგომა უკრაინის უმაღლესი რადას კედლებთან არ წარმოადგენს პოლიტიკურ აქციას ან ძალისა და ეკლესიის ერთგულთა მრავალრიცხოვნობის დემონსტრაციას, არამედ სასწაულის იმედს, რომ ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლება, საბოლოოდ დაინახავს ჩვენში ადამიანებს და არა „რელიგიურ ორგანიზაციას“, დაწერა საერთაშორისო ორგანიზაციებთან უმე-ს წარმომადგენლობის მეთაურმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) თავის Telegram-არხზე.

მღვდელმთავარმა შეგვახსენა, რომ  ლოცვა ყოველთვის არის იმედი, იმის დასტური, რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, მისი არასრულყოფილებისა და ბოროტებისადმი გარეგნული ერთგულების მიუხედავად, სასწაულითაა სავსე. „ჩვენ, მორწმუნე ადამიანებმა, ძალიან კარგად ვიცით, რომ მხოლოდ სასწაულის წყალობით არსებობს სამყარო. უმეტესწილად, ნამდვილი სიყვარული სასწაულია. მეგობრობა, გულმოწყალება, ურთიერთპატივისცემა და ყველაფერი, რაც მხოლოდ კარგსა და კეთილს წარმოადგენს, - ეს ყველაფერი სასწაულია“, - განაცხადა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

მან აღნიშნა, რომ ხალხის მიერ არჩეულებმა, საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არა რომელიღაც სტრუქტურა ან „რელიგიური ორგანიზაციაა“, არამედ ესაა ცოცხალი ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ დედამიწაზე ქრისტეს არსებობას. ესენი არიან ცოცხალი ადამიანები, რომლებშიც  საჭიროა დავინახოთ ჩვენი დედები, ძმები და დები. „შესაძლოა, როგორც კი პოლიტიკოსები აღარ დაინახავენ ეკლესიაში „რელიგიურ ორგანიზაციას“, მათ ცხოვრებაში ასევე მოხდება სასწაული. ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის სასწაული“- შეაჯამა უმე-ს იერარქმა.

როგორც მჟკ წერდა, 15 ივნისს შედგა უმე-ს მორწმუნეთა ლოცვითი დგომა უმაღლეს რადასთან.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.