საუდის არაბეთმა 320 ათასზე მეტ მომლოცველს მექაში ჰაჯზე შესვლა შეუზღუდა

მუსლიმები ლოცვას ასრულებენ მექაში, საუდის არაბეთი. არქივის ფოტო: radiosvoboda.org

საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ უშიშროების ძალებმა  გაათავისუფლეს მექა ასი ათასი დაურეგისტრირებელი მუსულმანებისაგან ჰაჯის დაწყებამდე, რომელიც ჩატარდება 14 ივნისს, SPA-ზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლება. აღნიშნულია, რომ ყოველწლიური მომლოცველობის დროს, რომელმაც შარშან შეაგროვა 1,8 მილიონზე მეტი მუსულმანი,

მთავარი პრობლემა არის ხალხის მასის მართვა.

მათ, შორის, ვინც არ შეუშვეს წმინდა ქალაქში, სადაც მდებარეობს დიდი მეჩეთი, არიან უცხოელები, რომლებიც ჩამოვიდნენ საზღვარგარეთიდან ტურისტული  და არა ჰაჯისთვის აუცილებელი ვიზებით.

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ დააკავა კიდევ 171 587 ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა ქვეყანაში, მაგრამ არ არიან მექას მაცხოვრებლები და არა აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ჰაჯში.

ჰაჯი არის მექას ექვსდღიანი მოლოცვა, სადაც ყოველწლიურად მიემგზავრება ორ მილიონზე მეტი ადამიანი. ისლამი ავალდებულებს ყოველ მუსულმანს, რომელსაც არა აქვს ფინანსური და ფიზიკური შეზღუდვა,  განახორციელოს ეს მოგზაურობა ერთხელ თავის ცხოვრებაში. ჰაჯის მიზანი მუსულმანისთვის იმაში მდგომარეობს, რომ გაერთიანდეს თავის რწმენაში და თაყვანი სცეს ალაჰს. ჰაჯი შაჰადის (რწმენის მრწამსი), ლოცვების ,მოწყალების და მარხვის შემდეგ  არის ერთ-ერთი ძირითადი ისლამის ხუთი სვეტიდან.

როგორც მჟკ წერდა, საუდის არაბეთში ფეხბურთელ რონალდუს გამო შეცვალეს კანონი ქორწინების შესახებ.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.