ფანარიონი:კათოლიკების და მართლმადიდებლების ერთიანობის გზა უახლოვდება ფინიშს

პაპი ფრანცისკე და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: fraza.com

იტალიის მიტროპოლიტი და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეგზარხოსი სამხრეთ ევროპაში პოლიკარპე (სტავროპულოსი) აცხადებს, რომ კათოლიკების და მართლმადიდებლების სვლა სრული ერთიანობისკენ უახლოვდება დასასრულს, იუწყება Vatican News -ის საიტი.

გამომცემლობასთან ინტერვიუში მიტროპოლიტმა პოლიკარპემ აღნიშნა, რომ ფანარიონის მეთაურის ბართლომეს და რომის პაპის ფრანცისკეს "ჟესტები"  მიმართულია სრული ერთიანობისაკენ. დაწყებული საერთო გრძნობებით: მშვიდობის დამყარება, რელიგიათაშორისი დიალოგი, ქმნილებებისა და გაჭირვებულების დაცვა, მაგალითად ლტოლვილების,  და ამავე დროს განსაკუთრებული სიტუაციების გათვალისწინება, რომელიც გამოიწვია პანდემიამ".

მან აღნიშნა, რომ პაპი პრანცისკე და პატრიარქი ბართლომე- "ეს ორი ადამიანია, რომელთაც ერთნაირი აზრები და გრძნობები აქვთ", და "ისინი აცნობიერებენ, რომ უნდა იმოქმედონ ერთად კაცობრიობის საკეთილდღეოდ, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო შეწუხებულია ჯანდაცვის სისტემისა და ეკონომიკური კრიზისით, რომელიც გამოიწია კორონავირუსის პანდემიამ".

ფანარიონის იერარქის სიტყვებით, "კათოლიკების და მართლმადიდებლობის სრული ერთიანობის გზა სული წმინდის მფარველობით უახლოვდება ფინიშს". ის დარწმუნებულია, რომ "მორწმუნეების დონეზე ეს მიზანი უკვე მიღწეულია", და "ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინსტიტუციონალურ დონეზე".

მიტროპოლიტი პოლიკარპე ასევე თვლის, რომ დღეს საფრთხეში ჩააგდოს კათოლიკების და მართლმადიდებლების გზა გაერთიანებისაკენ შეუძლია "რელატივიზმს, გულგრილობას, პესიმიზმს, ზედაპირული ერთიანობის იდეას, ადმინისტრაციულ-ინსტიტუციონალურ ერთობას, სეკულარიზმს, შესაძლო გეოპოლიტიკურ თამაშებს".

ადრე მჟკ წერდა, რომ ფანარიონის იერარქმა პაპს უწოდა თავისი პატრიარქი და საყვარელი მამა.

წაიკითხეთ ასევე

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.