მეუ- ეს თავიდან ბოლომდე აშშ-ის პოლიტიკური პროექტია, - მს სსუგ-ის მეთაური

ენტონი ბლინკენი და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: сайт ПЦУ

მეუ თავდანვე წარმოადგენდა აშშ- ის პროექტს  იმისათვის, რომ განხორციელებულიყო პრინციპი "გაყავი და იბატონე", და განახორციელა ეს ამერიკული გეგმა პატრიარქმა ბართლომემ, განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების მეთაურმა, ვოლოკამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი), იუწყება სსუგ-ს საიტი.

იერარქმა კომენტარი გაუკეთა  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტს კიევში.

ის, რომ ბლინკენი შეხვდა მხოლოდ მეუ-ს მეთაურს ეპიფანე დუმენკოს, და არ შეხვდა სხვა რელიგიურ ლიდერებს, არ არის მხოლოდ დამთხვევა, დარწმუნებულია მიტროპოლიტი.

"ის ფაქტი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა განხეთქილების ხელმძღვანელს, მაგრამ არ შეხვდა სხვა რელიგიურ ლიდერებს-არც კანონიკური ეკლესიის მეთაურს, არც მუსულმანურ ან იუდეველ ლიდერებს- კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეგრეთწოდებული მეუ ეგრეთწოდებული მიტროპოლიტის (სინამდვილეში, ცრუმიტროპოლიტის)  ეპიფანეს წინამძღოლობით- ეს არის აშშ-ს პოლიტიკური პროექტი თავიდან ბოლომდე",-თქვა მსსსუგ-ს მეთაურმა.

ეს არაა ის, რაც აღმოცენდა ეკლესიური ცხოვრების წიაღში, არამედ ის, რაც შეიქმნა ამერიკელების მიერ, რათა კიდევ ერთხელ განხორციელდეს პრინციპი, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ და რომლითაც მოქმედებენ- დაყავი და იბატონე. დაყოფა, რომელიც უკვე მოხდა პოლიტიკურ დონეზე, ახლა უკვე მიმდინარეობს საეკლესიო დონეზეც.

ადამიანი, რომელმაც განახორციელა აშშ-ის ეს პოლიტიკური გეგმა. გახდა ფანარიონის მეთაური, აღნიშნა მიტროპოლიტმა.

"მისი დამოკიდებულება ამერიკისადმი სრულიად აშკარაა, ყველასათვის ცნობილია, და სინამდვილეში, არავისგან არ იმალება", -თქვა მან.

როგორც მჟკ იუწყება, დუმენკომ და ბლინკენმა განიხილეს, როგორ დაეხმარონ "გადასვლაში" თემებს უმე-დან მეუ-ში.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.