მიტრ.ვლადიმირმა უპასუხა დუმენკოს სიტყვებს პოჩაევოს ბერების არაუკრაინულობაზე
პოჩაევის მიტროპოლიტი ვლადიმერი (მოროზი). ფოტო: pochaev.org.ua
პოჩაევოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ლავრის ნაცვალმა, მიტროპოლიტმა ვლადიმერმა (მოროზი) მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს სიტყვებს, რომ ლავრის ბერების „უმრავლესობა სხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოყვანილები“, აშკარა ტყუილი უწოდა.
მან აღნიშნა, რომ პოჩაევოს ლავრის ყველა ბერი უკრაინის მოქალაქეები და ჩვენი ქვეყნის შვილები არიან.
„სუფთა წყლის ტყუილია. ეტყობა, მათ (უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს - რედ.) ტყუილები ახასიათებთ, - თქვა მღვდელმთავარმა. - ვისაც სურს რეალურად დარწმუნდეს, შეუძლია საპასპორტო მაგიდას მიმართოს, რომ ჩვენთან, პოჩაევოს ლავრაში ყველა ბერი უკრაინელია, მათ უკრაინის პასპორტები აქვთ“.
მიტროპოლიტი ვლადიმერი ყვებოდა, რომ ახლა სავანეში 150 ბერზე მეტია და უკრაინულ სპეცსამსახურებს არაერთხელ ჰქონდათ საშუალება გაეგოთ ცნობები ლავრის მობინადრეთა შესახებ, მათ მოქალაქეობაზე და წარმომავლობაზე. ხოლო დუმენკოს განცხადება პირველ რიგში მიმართულია იმ აუდიტორიაზე, რომელსაც უნდა ჯეროდეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კანონიკური ეკლესიის მონასტრების ბერების „არაუკრაინულობა“.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, დუმენკომ განაცხადა, რომ პოჩაევოს ლავრაში „ძალიან ცოტა“ უკრაინელი ბერია.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.