შვეიცარიაში ქალი 3 საათის განმავლობაში იჯდა ტახტზე რკე-ს ეკლესიის საკურთხეველში

ბეტინა ფილაკანავო რკე-ს ტაძრის ტახტზე. ფოტო: kath.ch

2024 წლის 4 მაისს ციურიხში მცხოვრები მხატვარი ბეტინა ფილაკანავო ტახტზე იჯდა სამი საათის განმავლობაში, დონ ბოსკოს კათოლიკური ეკლესიის საკურთხეველში, შტაინჰაუზენში, შვეიცარია.

მისი თქმით, ტაძრის ტახტზე ჯდომამ უნდა გამოხატოს პროტესტი ომის წინააღმდეგ და ასევე „ამაღლდეს ღვთისმშობლის პიროვნება“, რაც „ბიბლიის ყველაზე პოპულარულ ფიგურას იესო ქრისტეს შემდეგ“ ფემინისტურ ელფერს აძლევს.

ეკლესიაში ტახტზე ჯდომა ასევე უნდა ასახავდეს, რომ ქალთა პოზიცია კათოლიკურ ეკლესიაში მომავალში უნდა შეიცვალოს. „მარია თავს უკეთესად გრძნობს, რადგან მჯდომარე პერფორმანსს წარვადგენ“, ამბობს ფილაკანავო.

მას სჯერა, რომ ”თვითონ მარია, რომელიც გამოიარა მთელი ეს ტანჯვა - ომი, დევნა, ბავშვის დაკარგვა - ჩემი, როგორც წინააღმდეგობის გამწევი ქალის მუშაობის ნაწილია, რადგან ის მხარს უჭერს ყველა ქალს, ვინც წინააღმდეგობას უწევს პატრიარქალურ ძალაუფლების სტრუქტურებს და მტკიცედ, შეგნებულად საუბრობს  მამაკაცის ძალადობის წინააღმდეგ“.

ბეტინა ფილაკანავო ლურჯ მოსასხამში შეიმოსა და ჩუმად იჯდა საკურთხევლის ტახტზე საღამოს 5:00 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო "ვიზიტორები დადიოდნენ სამლოცველოში ან აკვირდებოდნენ პერფორმანსს სკამებიდან".

„არ მინდა ამ სიმბოლური სპექტაკლით პროვოცირება, არამედ მინდა ვაჩვენო პოზიტიური ნამუშევარი“, - ამბობს 50 წლის მხატვარი.

აღსანიშნავია, რომ ბეტინა ფილაკანავო უკვე 15 წელია მუშაობს შვეიცარიის ევანგელურ-რეფორმირებული ეკლესიის ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში, თუმცა, „პერფორმანსისთვის“ კათოლიკური ეკლესია აირჩია.

მჟკ წერდა, რომ ვენეციის კათოლიკურ ეკლესიაში მამაკაცის საცვლების გამოფენა იმართება.

წაიკითხეთ ასევე

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.