დუმენკო: ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის მათთან, ვინც ჯერ კიდევ რუსეთის საპატრიარქოშია

ეპიფანე დუმენკო და ევსტრატი ზორია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად. ფოტო: pomisna.info

2024 წლის 10 აპრილს მეუ-ს ხელმძღვანელი ეპიფანე დუმენკო ამბობდა, რომ მისი სტრუქტურა მზად არის დიალოგისთვის მათთან, „ვინც ჯერ კიდევ რუსეთის საპატრიარქოშია“.

ეკლესიების მსოფლიო საბჭოში ვიზიტის დროს დუმენკომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან განიხილა „უკრაინაში მართლმადიდებლებს შორის დიალოგის შესაძლებლობების საკითხები“.

„ჩვენი ეკლესიის პოზიცია თანმიმდევრული და უცვლელია - ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ურთიერთობისთვის მათთან, ვინც ჯერ კიდევ რუსეთის პატრიარქის დაქვემდებარებაში იმყოფება“, - განაცხადა მეუ-ს ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, მან გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ „მეორე მხრიდან ჩვენ ვხედავთ საწინააღმდეგო პოზიციას - უკრაინაში მს-ს სტრუქტურის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს ჩვენთან დიალოგს“.

„მაგრამ ჩვენ მაინც მზად ვართ კონტაქტებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი - უკრაინაში ყველა მართლმადიდებლის ერთიანობის მიღწევაა, როგორც ეს განსაზღვრულია კანონიკური სამართლით და ტომოსით ავტოკეფალიის შესახებ“, - თქვა მეუ-ს ხელმძღვანელმა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ გილჩში მეუ-ს მომხრეებმა სცემეს უმე-ს მორწმუნეები, რომლებიც თავიანთი ტაძრისთვის იბრძოდნენ. მეუ-ს წარმომადგენლებმა აგრეთვე სცემეს უმე-ს მორწმენეები ნოსოვკაში, ხოლო ზაკარპატიეში მეუ-ს აქტივისტებმა სცემეს მორწმუნე ქალბატონები, რომლებმაც ადგილობრივ საბჭოში უმე-ს სამრევლოს კრების ოქმები მიიტანეს. გარდა ამისა, კრემენეცში მეუ-ს მომხრე სკოლის დირექტორმა სცემა უმე-ს მღვდლის ცოლი. აგრეთვე ჩერკასკში მეუ-ს რეიდერებმა უმე-ს მღვდელს ყბა გაუტეხეს.

აღვნიშნავთ, თეოფანიაში უმე-ს კრების გადაწყვეტილებებში ნათქვამია, რომ მეუ-ს წარმომადგენლებთან დიალოგისთვის აუცილებელია: შეწყდეს ტაძრების მიტაცება და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების იძულებითი გადაყვანა; გააზრება იმისა, რომ მათი კანონიკური სტატუსი, როგორც ეს დაფიქსირებულია „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში“ ფაქტიურად არაავტოკეფალურია და გადაწყდეს მეუ-ს იერარქიის კანონიკურობის საკითხი.

 

წაიკითხეთ ასევე

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.