მეუ-ს შექმნას აშშ თავის მიღწევად მიიჩნევს, - ექს-ელჩი
აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის შეხვედრა კიევში, 6.05.2021. ფოტო: facebook-страница Епифания
აშშ-ში მეუ-ს არსებობას საკუთარ მიღწევად მიიჩნევენ. ამის შესახებ ისაუბრა უკრაინის სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში ვალერი ჩალიმ ტელეარხ «Прямий», იუწყება ტელეარხის საიტი.
,,ამერიკული მხარე.. ეს შეიძლება არ იცოდნენ პრეზიდენტის ოფისში. განვლილ პერიოდში საგარეო პოლიტიკის ძირითადი თემა რელიგიის თავისუფლება იყო. ავტონომიური ეკლესიის საკითხიც უკრაინის მიერ პარტნიორების მხარდაჭერით წამოიჭრა. აშშ-მა გააკეთა, უკვე შემიძლია ამის თქმა, ძალიან ბევრი რამ იმისთვის, რომ ეს საკითხი უკრაინისთვის რეალობად ქცეულიყო. ეს დიდი მიღწევაა, რომელსაც ისინი თავის მიღწევადაც თვლიან. შეიძლება ეს გადამეტებულიც იყოს, მაგრამ ასეთი განწყობები არის“, - განაცხადა ჩალიმ.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 6 მაისს კიევში შედგა შეხვედრა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის, რომელიც ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში. სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები ბლინკენის ვიზიტის ოფიციალური პროგრამით გათვალისწინებული არ ყოფილა. ექსპერტთა წრეში თვლიან, რომ ეს აშკარად მეტყველებს აშშ-ს მხრიდან უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერაზე და უკრაინის ხელისუფლების სიგნალზე.
წაიკითხეთ ასევე
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.
შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს
აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო
გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს
25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.