დუმენკომ და ბლინკენმა განიხილეს, როგორ დაეხმარონ "გადასვლაში"უმე-დან მეუ-ში

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და დუმენკო მეუ-ს საკათედრო ტაძარში. ფოტო: pomisna.info

2021 წლის 6 მაისს აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც ჩამოსულია ორდიღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში, ესტუმრა მეუ-ს წმინდა მიქაელის საკათედრო  ტაძარს კიევში,  სადაც ესაუბრა ეპიფანე დუმენკოს.

როგორც მეუ-ს პრეს-სამსახური იუწყება, " ბატონ ბლინკენის ვიზიტის მოკლე და დატვირთული პროგრამის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დროში მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრის დროს  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ფორმირების საკითხს,   სინდისის თავისუფლების პრინციპებზე დაყრდნობით თავისუფალ გარემოში  ხელოვნური დაბრკოლებების მოხსნის, თემების საკუთარი კუთვნილების განსაზღვრების მნიშვნელობას".

ეპიფანემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სახით ამერიკულ მხარეს უკრაინის მყარი მხარდაჭერისათვის გარე გამოწვევების დაძლევაში და "სინდისის თავისუფლების დაცვის საკითხებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე", ხაზი გაუსვა  "უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის საკითხებში აშშ-ს განსაკუთრებული მცდელობების მნიშვნელობას" და განიხილა სახელმწიფო დეპარტამენტის მეთაურთან შემდგომი ორმხრივი კონტაქტების გეგმა.

ავღნიშნავთ, რომ ბლინკენის კიევში ვიზიტის ოფიციალური პროგრამა არ ითვალისწინებს შეხვედრას უკრაინის სხვა რელიგიური  ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, გარდა მეუ-ს.

ადრე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა დუმენკოსთან განიხილა სარწმუნოებათაშორისი სიტუაცია ქვეყანაში.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.