ზელენსკიმ სთხოვა რმე-ს და პროტესტანტებს უკრაინის დახმარებაში ხელი შეუწყონ
ვოლოდიმირ ზელენსკი კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან შეხვედრაზე. ფოტო: dess.gov.ua
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკი შეხვდა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის და ზოგიერთ პროტესტანტულ ეკლესიის ხელმძღვანელობას უკრაინაში,სადაც მოუწოდა მათ ხელი შეუწყონ უკრაინის ინტერესების დაცვას, როგორც თავისი კონფესიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ,-იუწყება ერსს-ს საიტი.
„უნდა მოგმართოთ თხოვნით, რომ თქვენ ურთიერთობა გქონდეთ ერთმანეთთან არა მხოლოდ აქ, ჩვენი ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც. ეს დიალოგი ჩვენთვის ახლა აუცილებელია. რადგანაც ეკლესიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ქვეყნების ლიდერებზე. ამიტომ ჩვენთვის ჩვენი პატრნიორების მხრიდან მხარდაჭერის ნიშანი ძალიან მნიშვნელოვანია,“-აღნიშნა მან.
სრულიად უკრაინის ევანგელისტური ქრისტიან -ბაპტისტების ეკლესიების კავშირის თავჯდომარემ ვალერი ანტონიუკმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რწმენის თავისუფლება უკრაინაში. მან განაცხადა, რომ მისი ეკლესია მონაწილეობს ლოცვით ტრაპეზზე აშშ-ში, სადაც მას საშუალება აქვს ისაუბროს იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ არამარტო უკრაინის დაცვა, არამედ წამოვწიოთ ეს საკითხი ყველა შესაძლებელ დონეზე. და ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე შეხვედრას საზღვარგარეთ, რათა მოვუყვეთ რეალურ მდგომარეობაზე უკრაინაში. ჩვენ გვჯერა, რომ დღეს სიმართლის მიტანა მსოფლიო საზოგადოებამდე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არა მხოლოდ ვაკეთებთ ამას-ეს ჩვენი ტკივილია“,-აღნიშნა ანტონიუკმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ადრე სახალხო დეპუტატებმა მიიღეს სიგნალი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომ კანონპროექტი №8371 უმე-ს აკრძალვაზე, რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული უმაღლესი რადას მიერ მეორე მოსმენაზე. ამის შესახებ იუწყება Hromadske , საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.